ორი განსხვავებული ტაიმი და ორი ბურთი მეორე რაუნდამდე
ორი განსხვავებული ტაიმი და ორი ბურთი მეორე რაუნდამდე
09.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ გამთენიისას ავსტრიაში გაემგზავრება და მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფის მეორე რაუნდისთვის იქ განაგრძობს მზადებას. მანამდე ტიტე კალანდაძის გუნდს, ჰქონდა ზუსტად სამი დღე შეკრებისთვის და შესათამაშებლად და ეს საკმაოდ გრძელი სეზონის ბოლოს, ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი გუნდის რამდენიმე წამყვან მოთამაშეს, რეალურად ტრავმების  და ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის გამო 2024 წელი გაუცდათ.


მატჩის შემდეგ, რომელიც საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა, ავსტრიის წინააღმდეგ, 2 ბურთის სხვაობით, 25-27 წააგო, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში იტყვის, რომ არ უნდა „ამას დააბრალოს", მაგრამ მისი გუნდის მარცხის ერთ-ერთი მიზეზი დაღლა იყო.


რეალურად, საქართველოს ნაკრებმა ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშა. რომელთაგან, პირველი ბევრად უკეთესი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გუნდის არარეალიზებული მომენტები, მათ შორის გიორგი ცხოვრებაძის გაფუჭებული ორი პენალტი ვიხილეთ ზედიზედ, დაგვამახსოვრდა ეს მონაკვეთი. პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც ანგარიში ავსტრიელებმა, გახსნეს, თუმცა, ერთ მომენტში ჩვენ 3 ბურთითაც ვლიდერობდით კარგა ხანი, ყველაზე მეტი გოლი, მაინც ცხოვრებაძის ანგარიშზე იყო, მას 6 გატანილი ჰოლი ჰქონდა, 2-2 გიორგი დიხამინჯიასა და თეიმურაზ ორჯონიკიძეს, თითო ირაკლი კბილაშვილსა და ერეკლე არსენიშვილს. რეალურად, თუ არ ჩავთვლით ზურაბ ცინცაძეს, რომელიც საბოლოოდ მატჩის MVP-დ დაასახელეს, ზემოთაღნიშნული 6 მოთამაშის გარდა, საქართველოს ნაკრების რიგებში ამ დღეს, გიორგი ლაპიაშვილმა (1  გოლი), ვახტანგ ხელისუფალმა და ხაზეინ რუსტამოვმა ითამაშეს. შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ 12-12 დასრულდა, თუმცა, შეგვეძლო მოგვეგო.


ვინაიდან სიტყვამ ზურაბ ცინცაძე მოიტანა, გეტყვით იმასაც, რომ ქართველი მეკარის კარის მიმართულებით ავსტრიელებმა 47-ჯერ დაარტყეს, საიდანაც ცინცაძემ 20 მოიგერია. 7 ბურთით ნაკლები დავარტყით კარში ჩვენ და აქედან ავსტრიელები 15-ჯერ იხსნა მეკარემ...


მატჩის შემდეგ, ტიტე კალანდაძე იტყვის, რომ მიუხედავად, მეორე ტაიმის დასაწყისისა, სადაც ჩვენი აზრით, ნაკრები „ჩავარდა", საქართველოს ნაკრები საბოლოოდ, ფრეს იმსახურებდა. პირველი გოლი ქართველმა ხელბურთელებმა მხოლოდ მეორე ტაიმის, მე-6 წუთზე გაიტანეს. მაშინ როცა, მეტოქემ მოახერხა სოლიდურად  (6 ბურთით) დაწინაურება და რეალურად, აქ გაგვტეხა. სწორედ, ამ მონაკვეთში „ჩავარდა" ჩვენი ნაკრები და შემდეგ, უდიდესი შრომისა და თავგანწირვის ხარჯზე, დიდი უპირატესობა აღმოფხვრა, თუმცა, 1 ბურთის შემცირება და გათანაბრება ვეღარ მოახერხა. არადა, შანსები იყო... საბოლოო, ბოლო ბურთი, საქართველოს ნაკრებს ბოლო წამზე გაიტანეს.


სხვათა შორის, დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებიდან 100%-იანი მაჩვენებელი ორ მოთამაშეს ჰქონდა, გიორგი დიხამინჯიას - 6 მცდელობიდან, 6 გოლი და გოირგი ლაპიაშვილს, 1-დან 1 გოლი.


შეხვედრა კი 25-27 დასრულდა სტუმრების სასარგებლოდ და ახლა ამ წყვილში გამარჯვებულსა და შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მფლობელს, ავსტრიაში, საპასუხო მატჩი გამოავლენს. შეხვედრა 12 მაისს, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიწყება.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: (11)გიორგი ცხოვრებაძე  (13/ 8),  (71) გიორგი დიხამინჯია (6/6); (10) ირაკლი კბილაშვილი (7/5), (14) თეიმურაზ ორჯონიკიძე (11/ 4), (3) გიორგი ლაპიაშვილი(1/ 1),  (18) ერეკლე არსენაშვილი (4/1),  (5) ვახტანგ ხელისუფალი (1/0),  (7) ხაზეინ რუსტამოვი (2/ 0), (9) გიორგი არეშეიძე, (15) ირაკლი გოგოლაძე,  (21) სანდრო დარსანია, (24) ზურაბ გოგავა,  (34) მირიან გავაშელიშვილი, (94) ზურიკო სიმონია და მეკარე