ფუტსალში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ლეგიონერების შაგინიას, ვილიანისა და ბრუნო გომესის „პალმა", რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატის კი არ აქვს მოგებული, ზედიზედ მეორედ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგებას ახერხებს.
დღეს ერევანში, „დემირჩიან არენაზე" ფუტსალში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა ორ ესპანურ კლუბს „ბარსა" და ტიტულის მოქმედ მფლობელ „პალმას" შორის საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. რეალურად, „პალმამ" პირველი ათი წუთი შეუტია, მალევე გოლის გატანის შანსი ჰქონდა ბრუნო გომესს, რომელსაც მოვლენებს წინ გავასწრებთ და ვიტყვით, რომ ალბათ, „ბარსას" კარის აღება ყველაზე მეტჯერ შეეძლო. თუმცა, პირველი ტაიმის მეორე ათწუთეულში „ბარსამაც" მოუმატა და ნელ-ნელა თავის თამაში მოახვია მეტოქეს. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, „ბარსამ" ანგარიშის გახსნა მოახერხა. თუმცა, 18'15'' „პალმაში", „ბარსადან" გადაბარგებულმა რომულომ ანგარიში გაათანაბრა. გოლი, VAR-მაც გადაამოწმა და ასე ჩათვალა. ამის შემდეგ, „პალმას" კარში 10 წამიან მონაკვეთში 2 პენალტი დაინიშნა - ორივე შემთხვევაში მოწოდების სიმაღლეზე პალმელთა მეკარე იდგა. 7 წამით ადრე ტაიმის დასრულებამდე ვილიანმა „პალმა" დააწინაურა. ტაიმი 1-2 დასრულდა „პალმას" სასარგებლოდ.
დიდი ალბათობით, მეორე ტაიმში, „ბარსაზე" რომელიც კვლავ პირველ ნომრად აგრძელებდა თამაშს, მაინც იმოქმედა ფსიქოლოგიურად.
პირველი ტაიმიდან კიდევ შაგიანიას თამაში დაგვამახსოვრდა. მშვიდი, აუღელვებელი, გამოზომილი გადაცემებით, გუნდის სული და გული - „პალმაში" მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელმაც მეორე ტაიმის დასრულებამდე (39'39'') გატანილი გოლით, საბოლოოდ გატეხა მეტოქე. აქ, კიდევ ერთხელ გავუსწრებთ მოვლენებს წინ და ვიტყვით, რომ შაგინია, ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
მეორე ტაიმი „ბარსას" კბენით დაიწყო. „პალმასაც" კონტრშეტევებზე მოუხდა თამაშის აწყობა. თუმცა, ბარსელებმა ყველაზე მეტი რაც მოახერხეს, ერთხელ ხარიხას და ერთხელ ძელს გაარტყეს ბურთი. სხვა შემთხვევაში, „პალმას" მეკარე მათ ყოველგვარ შანს უქრობდა. 33'49'' საგოლე ვილიანის გადაცემის შემდეგ, „პალმა" ორი გოლით დაწინაურდა. რეალურად, „ბარსა" იძულებული გახდა, ზედმეტი მოთამაშე დაახლოებით 6 წუთის მანძილზე გაეთამაშებინა. ერთ-ერთ მომენტში, შაგინიას, შორი მანძილიდან ცოტა დააკლდა გოლი გაეტანა. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მან მაინც გაიტანა. „პალმა" რეალურად თამაში, შეხვედრის დასრულებამდე 21 წამით ადრე მოიგო, თუმცა, წერტილი 8 წამით ადრე დასვეს. „პალმამ" 1-5 მოიგო და ტიტული შეინარჩუნა.
ერთი საინტერესო დეტალი, ერევანში გამართულ ფინალურ ტურნირზე „პალმასა" და „ბარსელონას", რომელიც აღნიშნული გათამაშების ოთხგზის ჩემპიონია, გარდა, ორი პორტუგალიური კლუბი ასპარეზობდა - 2010 წლის გამარჯვებული „ბენფიკა" და „სპორტიგნი", რომელმაც მესამე ტიტული სწორედ, „პალმასთან" დათმო გასულ სეზონზე. სხვათა შორის, სამივე გუნდში, იმ პორტუგალიის ფუტსალის ნაკრების 12 ფეხბურთელია გადანაწილებული (4-4 თითო გუნდში), რომლებმაც 2023 წლის 20 დეკემბერს, სწორედ ჩვენი ნაკრების ნატურალიზებული ფეხბურთელების გარეშე მოთამაშე, საქართველოს ნაკრებთან წააგეს, თბილისში, სპორტის სასახლეში 2-1. იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ბრაზილიელების აკრძალვა, სწორედ, პორტუგალიის ფუტსალის ფედერაციამ მოითხოვა.
ფოტო: @UEFA Futsal