ამჯერად მერვე - თავისუფალ პროგრამაში
ამჯერად მერვე - თავისუფალ პროგრამაში
05.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პარიზში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპზე მხატვრულ ცურვაში, 17 წლის ქართველმა სპორტსმენმა მარი ალავიძემ დღეს კიდევ ერთ დისციპლინაში, თავისუფალ სოლო პროგრამაში იასპარეზა ქალთა შორის და გამოსვლა მე-12 ადგილით დაასრულა.

ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა 30-მდე მონაწილეს შორის მე-8 ადგილი დაიკავა. ალავიძემ, 178.7457 ქულა დააგროვა და ეტაპის გამარჯვებულ ავსტრიელ ვასილიკი ალექსანდრიდს  78.6482 ქულით ჩამორჩა.


შეგახსენებთ, რომ ორი დღით ადრე, მარი ალავიძემ ტექნიკურ სოლო პროგრამაში, ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა.


ფაქტია, რომ 17 წლის ქართველი მხატვრული მოცურავე, სტაბილურად, საუკეთესო თორმეტ სპორტსმენში მოხვედრას თითქმის ყველა ტურნირზე ახერხებს.