დღეს ტაჯიკეთში, IJF-ის გრან სლემების მსოფლიო ტურის დუშანბეს გრან სლემის მესამე საასპარეზო დღე იყო. ქართული გუნდი, რომელიც აღნიშნულ ტურნირზე მხოლოდ, 5 სპორტსმენით ასპარეზობს, დღეს ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
სამწუხაროდ, -90 კგ-ში მოასპარეზე ბაქარ ერაშვილი პირველივე დაპირისპირებაში (HSK) გამოეთიშა ასპარეზობას. +78კგ წონით კატეგორიაში შეხვედრის ბოლოს, იპონით წააგო სოფიო სომხიშვილმაც და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, -81კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი დიმიტრი გოჩილაიძე მოიგო.
მომდევნო ტურნირი, მსოფლიო ტურნეს რანგში, რომელშიც ქართველები მიიღებენ მონაწილეობას, ასტანაში 10-12 მაისს გაიმართება. QAZAQSTAN BARYSY GRAND SLAM 2024-ზე საქართველო 7 ჯუდოკათი იქნება წარმოდგენილი.
-73კგ ბაგრატ ნინიაშვილი, გოირგი ჩიხელიძე
-81კგ ირაკლი ბეროშვილი
-90 კგ ბაქარ ერაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი
-100 კგ ონისე სანებლიძე
+100 კგ ირაკლი დემეტრაშვილი
-63 კგ ეთერ ასკილაშვილი
+78 კგ სოფიო სომხიშვილი
ფოტო: (c) IJF/ თამუნა ყულუმბეგაშვილი