შაგინიას, ვილიანისა და გომესის „პალმა“ ტიტულის შენარჩუნებას ეცდება
შაგინიას, ვილიანისა და გომესის „პალმა“ ტიტულის შენარჩუნებას ეცდება
04.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მეზობელ ერევანში, ფუტსალში, ჩემპიონთა ლიგის 2023-24 წლების სეზონის ფინალური ოთხთა ტურნირი მიმდინარეობს. აღნიშნულ ტურნირში ორი პორტუგალური და ორი ესპანური კლუბი მონაწილეობდა. დებულების თანახმად, 1/2 ფინალში გამარჯვებული გუნდები მთავარი ტიტულისთვის 5 მაისს ითამაშებენ. სწორედ, ამ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები შაგინია, ვილიანი და ბრუნო გომესი.

აღსანიშნავია, რომ ორივე ნახევარფინალში, ესპანურ-პორტუგალიური დაპირისპირება ესპანურმა კლუბებმა მოიგეს.


3 მაისს, შაგინიასა და ვილიანის ესპანურმა „პალმამ", რომელიც აღნიშნული ტიტულის მოქმედი მფლობელია „ბენფიკას" ბოლომდე ებრძოლა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 4-4 დასრულდა. დამატებით ტაიმში, ჩვენებურების გუნდს მატჩის მოგების საშუალება ჰქონდათ, თუმცა, პალმელებმა პენალტი გააცუდეს. საბოლოოდ, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც საბოლოო ესპანურმა კლუბმა 3-4 მოიგო და ფინალური საგზური მოიპოვა. სხვათა შორის, ერთ-ერთი პენალტი ვილიანის ანგარიშზეა.


5 მაისს, ფინალურ მატჩში, „პალმა" მეორე ესპანურ კლუბს, „ბარსას" შეხვდება. შეხვედრაში რომელიც ერევანში, დემერჩიანი არენაზე, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ბრუნო გომესიც იასპარეზებს, ბრუნომ ნახევარფინალური შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.



ფოტო: © UEFA