მარი ალავიძე წარმატებულ წელს აგრძელებს
მარი ალავიძე წარმატებულ წელს აგრძელებს
04.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიუხედავად იმისა, რომ ქართველ მხატვრულ მოცურავეს ამ ეტაპზე არ მოუწევს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა და ეს საქმე, მომავლისთვის აქვს გადადებული, მარია ალავიძემ, პარიზში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპზე, ცალსახად, წარმატებულად ასპარეზობს.

17 წლის ქართველი  მხატვრულ ცურვაში, მარია ალავიძე წარმატებით ასპარეზობს. ტექნიკურ სოლო პროგრამაში ქართველმა სპორტსმენმა 33.7000 სირთულის პროგრამა შეასრულა და 225.5100 ქულა დაიმსახურა. თუმცა, 4.6817 ქულით ნაკლები დააგროვა ნიდერლანდელ სინქრონისტზე და მე-4 ადგილს დასჯერდა.


ხვალ, ქართველი სპორტსმენი თავისუფალ სოლო პროგრამაში სცდის ძალებს. ასპარეზობა თბილისის დროით 11:30 საათიდან დაიწყება და მარის, გამოსვლა ბოლოსკენ უწევს.


დღეს, ქართულმა დუეტმაც იასპარეზა. 15 წლის თეკლა გოგილიძისა და 14 წლის ნათობაძის დუეტმა 120.96 ქულით, მხოლოდ 25-ე ადგილი დაიკავა.