პირველი მედალი დუშანბეში, ხვალ კიდევ ორი შანსი გვაქვს
პირველი მედალი დუშანბეში, ხვალ კიდევ ორი შანსი გვაქვს
04.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტაჯიკეთში მიმდინარე დუშანბეს გრან სლემზე, სადაც ქართული გუნდი საკმაოდ მწირი შემადგენლობით არის წარმოდგენილი დღეს პირველი მედალი მოვიგეთ. მართალია ბრინჯაოსთვის თუმცა, დიმიტრი გოჩილაიძემ, რომელიც, -81 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, პირველ რიგში პირადი რევანშის აღება მოახერხა, ტიმო კაველიუსის დამარცხება. ჯუდოკები მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს და ამჯერდა, გოჩილაიძემ ანგარიში გაათანაბრა.

ბრინჯაოსთვის ბრძოლამდე, ქართველმა ასპარეზობა მეორე ტურიდან დაიწყო და ერთმანეთის მიყოლებით, ყირგიზი, მონღოლი მეტოქეები დაამარცხა, თუმცა, 1/2 ფინალში გადასასვლელად, თავად დამარცხდა ყაზახ აბილაიკხან ჟუბანზართან და რეპეშაჟში გადაერთო. აქ, ქართველმა ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით მოასპარეზე დავიდ კარაპერიანი დაამარცხა და რეპეშაჟის ფინალში გავიდა. აღნიშნული დაპირისპირება ქართველისთვის ცოტა უსიამოვნოდ დაიწყო იმ თვალსაზრისით, რომ პირველი შიდო მიიღო რასაც მართალია, ორივე მეტოქის გაფთხილება, მაგრამ გოჩილაძისთვის მეორე შიდო მიყვა. ამ გარემოებამ, ქართველი უფრო მომართა და შეხვედრის დასრულებამდე 1:36 წამით ადრე, დიმიტრიმ ვაზარის აღება მოახერხა, ამასთან ისე, რომ მეტოქეს შიდო მიაღებინა.  გათანაბრებული შიდოების და ვაზარის უპირატესობით, ფსიქოლოგიური უპირატესობა მიპოვა და შეხვედრის დასრულებამდე 48 წამით ადრე, მეტოქე იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


დღესვე, ამავე წონაში 1/2 ფინალამდე ცოტა დააკლდა ზაურ დვალაშვილს. ქართველი სამი შიდოს გამო „ჩახსნეს" ასპარეზობიდან. მანამდე კი, ჩვენებურმა ახალზელანდიელი, დიდი ბრიტანელი და ჯუდოკები დაამარცხა. თუმცა, რეპეშაჟში, ჩეხ ადამ კოპეცკისთან დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.


დღესვე, -63 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა ეთერ ასკილაშვილმაც, რომელმაც პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოსაპოვებლად კიდევ რამდენიმე ქულის მოპოვება მოახერხა. პირველ ეტაზე ჩვენებურმა ფრანგი მელოდი ტურპინი დაამარცხა. ჩვენებურმა ფრანგს ორი ვაზარი აუღო. თუმცა, მომდევნო ეტაპზე წონის მომავალ გამარჯვებულთან, ასევე ორი ვაზარის ხარჯზე დასთმო ავსტრიელ ლუბიანა პიოვესანასთან. სხვათა შორის, ფინალში ავსტრიელმა ნეიტრალური გუნდის სახელით მოასპარეზე ქართული წარმომავლობის დალი ლილუაშვილი დაამარცხა.


გოჩილაიძის ბრინჯაო, ქართული გუნდის პირველი მედალია. ხვალ, დუშანბეს გრან-სლემზე კიდევ ორი ქართველი იასპარეზებს. -90 კგ წონით კატეგორიაში ბაქარ ერაშვილი დაიწყებს გამოსვლას პირველი წრიდან. +78 კგ წონით კატეგორიაში კი, სოფო სომხიშვილი წონის მოგების გარდა შეეცდება, მაქსიმალურად მეტი ოლიმპიური ქულის დაგროვებას.


და ბოლოს, გეტყვით იმასაც, რომ დუშანბეს გრან სლემი, როგორც სლემის სახელით წელს პირველად ტარდება.



ფოტო: © IJF / თამარ ყულუმბეგაშვილი