უეფას 2024/2025 წლების სეზონის ლიცენზირების შედეგები
უეფას 2024/2025 წლების სეზონის ლიცენზირების შედეგები
03.05.2024
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

უეფას 2024/2025 წლების სეზონის ლიცენზირების პროცესში, ლიცენზიის მაძიებლად განიხილებოდა ეროვნული ლიგის ათი კლუბი და ქალთა ლიგა 1-ის ოთხი კლუბი.

წარმოდგენილი დოკუმენტების და ექსპერტების შეფასებების საფუძველზე, სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით, უეფას საკლუბო ტურნირებზე სპორტული შედეგით გასულმა ყველა კლუბმა მოიპოვა უეფას ლიცენზია.


ლიცენზიის გაცემის შემდგომ, 2024/2025 წლების სეზონის განმავლობაში, კლუბების მიერ ლიცენზირების მოთხოვნების უწყვეტად შესრულებაზე, მუდმივად განხორციელდება მონიტორინგი.


ლიცენზირებულ კლუბებს ვუსურვებთ წარმატებას უეფას საკლუბო შეჯიბრებებში.