თუ ევროპულ ორბიტაზე დავრჩით, 2026 საქართველო ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
თუ ევროპულ ორბიტაზე დავრჩით, 2026 საქართველო ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
01.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ცნობილი ხდება, რომ თბილისი, 2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს. კონტინენტის პირველობა სავარაუდოდ აპრილში ჩატარდება.

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციასა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა სამმხრივ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 2026 წლის ევროპის ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს.


„საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ" უკანასკნელ პერიოდში არაერთი ამბიციური რეფორმა განახორციელა. ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ეს მოპოვებული წარმატება - 2026 წელს ევროპის ჩემპიონატის ჩატარება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის, როგორც სპორტულ, ასევე ზოგადი პოლიტიკის სწორ და ეფექტიან წარმართვას", - ამბობს გოირგი ათაბეგაშვილი, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი.


შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ზაგრებმა უმასპინძლა, სადაც საქართველომ პირად ჩათვლაში, სხვადასხვა ყალიბის შვიდი და შერეული გუნდური ტურნირის ვერცხლის მედალი მოიპოვა. სწორედ, ზაგრებში მოეწერა ხელი ხელშეკრულებას, საქართველოს ევროპის ჩემპიონატის ჩატარების შესახებ.