„ლანჩხუთი“ ცხრილში მეორეა, ეთერ სულაშვილი კი ერთი გოლით ჩამორჩება ქალთა ლიგის ბომბარდირს
„ლანჩხუთი“ ცხრილში მეორეა, ეთერ სულაშვილი კი ერთი გოლით ჩამორჩება ქალთა ლიგის ბომბარდირს
01.05.2024
ავტორი: სფფ / თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ქალთა ლიგის მე-6 ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა „ლანჩხუთსა" და „ნორჩ დინამოს" შორის. გვიმბალაურის, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ანგარიში, ირინა ხაბურზანიას სწრაფი გოლით გახსნა შეხვედრის მე-4 წუთზე და მატჩის ბედიც, პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, რამეთუ მშრალი ანგარიშით, 8-0 მოიგო. ლანჩხუთელთაგან გოლები გაიტანეს ხაბურზანიამ (4', 33'), ჰანა მარი რასელი 13',  ეთერ სულაშვილი (20' (პენ) 31'), ლანა გორგაძე (27'),  გვანცა ქადაგიშვილი (35'), გუჯაბიძე (40').


მეორე ტაიმის დასაწყისში, ანანო წიქარიძემ ერთი გოლის გაქვითა მოახერხა, თუმცა, ამის შემდეგ, თამაში ანალოგიური სცენარი გაგრძელდა, მხოლოდ ერთი განსხვავებით, ტაიმი, „ნორჩმა დინამომ" მოიგო, 1-2, წიქარიძის მსგავსად, სტუმართა გუნდიდან გოლი ნინო თოდუამ გაიტანა 85-ე წუთზე. თუმცა, ამ გოლამდე, დღევანდელ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი, 79-ე წუთზე (პენალტი)  ეთერ სულაშვილმა შეასრულა, რომელსაც ამ მომენტისთვის 12 გატანილი გოლი აქვს და ბომბარდირთა დავაში, მეორე ადგილზეა და მხოლოდ, ერთი გოლით ჩამორჩება ლესლი რამირესს „ნიკე-ლუსოდან", რომელიც ქალთა ლიგის გოლეადორებს პირველი წრის შემდეგ 13 გატანილი გოლით უდგას სათავეში.


რაც შეეხება „ლანჩხუთს" დღევანდელი თამაშის შემდეგ, მოქმედ ჩემპიონს 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზეა.


ქალთა ლიგის მე-8 ტური 11 მაისს არის დაგეგმილი.