ევროპის ჩემპიონატამდე სულ ცოტა დრო რჩება. ანრი დელონეს სახელობის ევროპის საჩემპიონო თასი კი, 22 მარტიდან დაწყებული ევრო 2024 - ის მასპინძელ ქალაქებში მოგზაურობას აგრძელებს. ფრანკფურტში დაწყებული ტროფი, კიოლნში, დიუსელდორფში, დორტმუნდსა და გელზენკირხენში უკვე იყო გაჩერებული. ამ ქალაქებში, საფეხბურთო ფანებმა, ევრო-ს საჩემპიონო თასის „გაცნობა", სურვილების ჩაფიქრება და ფოტოების გადაღება უკვე მოახერხეს. ტროფის დასრულებამდე და ის, უეფა-ს ვებ-გვერდის ინფორმაციით 14 მაისს მიუნჰენში დასრულდება, თასს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი „გაჩერება" აქვს - თასი 25 აპრილს ბერლინში ჩავიდა და ახლა გზა, ლაიფციგისკენ აქვს აღებული. ბოლოს წინა გაჩერება კი ჰამბურგში იქნება.
როგორც ხედავთ, ევროპის ჩემპიონატის მთავარმა ტროფეიმ იმ სამი ქალაქიდან ორში უკვე იმოგზაურა, რომელშიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მოუწევს თამაშები. შესაბამისად, ქართველი ქომაგისთვის ალბათ, უფრო საინტერესოა იმის გაგება, თუ ტროფის ფარგლებში, თასი კონკრეტულად რომელ ადგილებში შეჩერდა.
ევროპის ჩემპიონატის მთავარი ტროფეი დორტმუნდში მოგზაურობა, ფრიდენსპლაცის მოედანზე დაიწყო, სადაც მას ათასობით ფეხბურთის მოყვარული ოჯახებით ელოდა. სახალისო შეჯიბრები, მათ შორის საფეხბურთო შინაარსის თამაშები, უგემრიელესი კერძები და სასმელები, სწორედ, ასე დახვდნენ დორტმუნდელები ტროფეის, რომელიც შემდეგ, ქალაქშიც ამოგზაურეს. ერთ-ერთი გაჩერება გერმანული ფეხბურთის მუზეუმია, სადაც დორტმუნდში ჩასულებს, აუცილებლად გირჩევთ შეხვიდეთ და დაათვალიეროთ. შემდეგი გაჩერება BVB Stadion-ი (იგივე Signal Iduna Park) იყო. სწორედ, ის სტადიონი, სადაც ევრო 2024-ის ექვსი მატჩია დაგეგმილი. ამ ექვსიდან მატჩების კულმინაცია 10 ივლისს დაგეგმილი ნახევარფინალური შეხვედრაა. ფეხბურთის მოყვარულებმა იციამ რომ ამ არენაზე საშინაო მატჩებს საფეხბურთო კლუბი დორტმუნდის „ბორუსია" მართავს. სტადიონზე, რომელიც 80000 გულშემატკივარზე გათვლილი, გამორჩეულია იმითაც, რომ ის, სტადიონის სამხრეთ ტრიბუნა ფეხზე მდგომი ადგილებით 25,000-მდე ადამიანს იტევს. საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატების ფინალური ეტაპის სადებიუტო მატჩს, სწორედ, ამ სტადიონზე, თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
დორტმუნდიდან თასმა გელზენკირხენს ჩააკითხა და ცოტა ხნით, „აუფშალკეზე" შეისვენა. სტადიონზე, რომელიც ევრო 2024-ის ოთხ მატჩს უმასპინძლებს. თასს, სტადიონზე მასპინძელი ქალაქის ელჩი, გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი, რომელსაც ეროვნული ნაკრების მაისურით 43 მატჩი ჰქონდა ჩატარებული და „შალკე 04"-ის ლეგენდა ჯერალდ ასამოა დახვდა. ისევე, როგორც დორტმუნდში, თასის ვიზიტის დროს ქალაქმა საინტერესო საფეხბურთო შეჯიბრს უმასპინძლა, ასამოამ პენალტების სერიაშიც კი მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კი, „შალკეს" ფეხბურთელებთან ერთად ავტოგრაფებიც დაარიგა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ სტადიონზე, 26 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
როგორც უკვე გითხარით, ტროფი ტური 14 მაისს დასრულდება. მანამდე კი, ის ქართველი ქომაგისთვის კიდევ ერთ საინტერესო და მნიშნელოვან ქალაქს ჰამბურგს ეწვევა. ჩვენ შევეცდებით, მართალია თბილისიდან, მაგრამ ტროფის ამ გაჩერებასაც მივადევნოთ თვალი და გაგიმხილოთ ის ადგილები, სადაც თასი შეჩერდება და შემდეგ, უკვე ჰამბურგში ჩასულებს, თავად შეგეძლებათ მატჩამდე თასის ნაკვალევზე გასვლა. შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს, ჰამბურგში ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრები ჩეხეთს შეხვდება.
სტადტია მომზადებულია UEFA.COM-ის მიხედვით
ფოტო: © Christof Koepsel - UEFA/UEFA via Getty Images / © Vera Loitzsch - UEFA/UEFA via Getty Images / © Maja Hitij - UEFA/UEFA via Getty Images