სფფ-ში საქართველოს თასის მეორე და მესამე ეტაპის წილისყრა გაიმართა
სფფ-ში საქართველოს თასის მეორე და მესამე ეტაპის წილისყრა გაიმართა
29.04.2024
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

29 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2024 წლის გათამაშების მეორე და მესამე ეტაპის წილისყრა გაიმართა.


წილისყრაში მონაწილეობდნენ კრისტალბეთ ლიგა 3-ის და კრისტალბეთ ლიგა 4-ის გუნდები, ასევე პირველ ეტაპზე გამარჯვებული ორი გუნდი -  კოლხეთი-2 1913 და მოყვარულთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი ბრიჯი, რომელმაც წინასწარ ეტაპზე იუჯი-35 დაამარცხა. 


წილისყრის შედეგად, თავდაპირველად გამოვლინდა მეორე ეტაპზე მონაწილე 15 წყვილი, ხოლო დოლურაში დარჩენილმა ბოლო გუნდმა, სამგურალი 2-მა, ავტომატურად მოიპოვა მესამე ეტაპის საგზური.


დავით ყიფიანის სახელობის თასის მესამე ეტაპზე, მეორე ეტაპის კენტი ნუმერიციის წყვილების გამარჯვებულები ლუწი წყვილების გამარჯვებულებს შეხვდებიან.  



დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. თასის გაათამაშების მეორე ეტაპის მატჩები 13 მაისს გაიმართება, ხოლო მესამე ეტაპის მატჩები 6 ივნისს შედგება.