„სამეფო კარის თამაშები“ ევროპის ჩემპიონატზე კრივში ქართული პროტესტის ფინზე
„სამეფო კარის თამაშები“ ევროპის ჩემპიონატზე კრივში ქართული პროტესტის ფინზე
28.04.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ლაშა გურული (67 კგ) ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა - 27 წლის ქართველმა მოკრივემ ორი რაუნდის შემდეგ რუს ტარხან იდიგოვთან ბრძოლა არბიტრების უსამართლო გადაწყვეტილების შემდეგ თავად შეწყვიტა, ნათქვამია საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტის, 27 წლის გურულის მეტოქე გადამწყვეტ შეხვედრაში 23 წლის რუსი ტარხან იდიგოვი იყო. თავისი წონის რეიტინგის ლიდერი ლაშა გურული შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და აზერბაიჯანელ ნაბი ისგანდაროვს მოუგო, რასაც ნახევარფინალში ტურნირის მასპინძელი ქვეყნის, სერბეთის წარმომადგენლის ვაჰიდ აბასოვის დამარცხება მოყვა.


ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გაგრძელება მოჰყვება გურულის ამ ქმედებას. ერთი რაც ცნობილია, დარბაზში მყოფი აუდიტორია ქართველის გადაწყვეტილებას აპლოდისმენტებით შეხვდა.


28 აპრილს, ქართული კრივისთვის უმნიშვნელოვანესი დღეს, როგორც ამას საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის აანონსებდა - ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ორი წარმომადგენელი ასპარეზობდა, ლაშა გურული (67 კგ) და ესკერხან მადიევი (71 კგ).


26 წლის ესკერხან მადიევი ფინალში გასასვლელად ოთხი ბრძოლის მოგება დასჭირდა. ესკერხანი ბელარუს ალექსანდრ რაძიონალზე, რუს იგორ სვირიდჩენკოვზე, აზერბაიჯანელ სარხან ალიევსა და თურქ ერდემირ ტუგრულჰანზე ძლიერი აღმოჩნდა. ფინალში კი, ჩვენიანი  ჩემპიონის ტიტულისთვის 22 წლის სერბ მოკრივეს იოვან ნიკოლიჩს დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ ლაშა გურულის ბრძოლის მსგავსად, ამჯერადაც არბიტრების გადაწყვეტილებები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. შესაბამისად, მადიევი დამარცხდა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.