ბაქოში მოჭიდავეები ოლიმპიური ლიცენზიებისთვის იწყებენ ბრძოლას
ბაქოში მოჭიდავეები ოლიმპიური ლიცენზიებისთვის იწყებენ ბრძოლას
03.04.2024
ავტორი: TSFF.GE

5-დან 8 აპრილის ჩათვლით ბაქოში, პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი იმართება ბერძნულ-რომაული  სტილით ჭიდაობაში.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ, აღნიშნული ტურნირისთვის საქართველოს კლასიკოსთა ნაკრების შემადგენლობა გამოაქვეყნა.


60 კგ - ლერი აბულაძე

67 კგ - დიეგო ჩხიკვაძე

77 კგ - იური ლომაძე

87 კგ - გურამ ხეცურიანი

97 კგ - რობერტ კობლიაშვილი

130 კგ - სულხან ბუიძე


ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, პარიზის საგზურებს ფინალისტები მოიპოვებენ.


და ბოლოს, გეტყვით იმასაც, რომ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დასრულებული ასპარეზობის შემდეგ, საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები შეეცდებიან და ბუნებრივია, ისინიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური საგზურებისთვის იბრძოლებენ.