26 მარტის მატჩამდე სულ ცოტა დრო რჩება. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი ბერძნებს, ურთულეს სათამაშო გარემოზე აფრთხილებს. მეზობელი სომხეთიდან ჟურნალისტები, ბერძნული გამოცემებისთვის სამუშაოდ ჩამოსასვლელად არიან მზად. ჩამოდიან ბერძენი ქომაგებიც, ბევრად უფრო, მეტი და ბერად უფრო აგრესიულები, ვიდრე რამდენიმე დღის წინ, „დინამო არენაზე" მოსული ლუქსემბურგელები იყვნენ.
თბილისში, ბილეთების გაყიდვიდან არასრულ 6 საათში სრულად გაიყიდა საქართველო-საბერძნეთის შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი. არ მომერიდება ამ სიტყვის და „ბარიგებმა", რადგან გადამყიდველებიც უკვე მსუბუქი ფორმაა, მათი შეფასებისას ინტერნეტით ვაჭრობა გააჩაღეს. ალბათ, კარგი იქნება, თუკი შსს ბოლოს და ბოლოს, ამ თემას თავიდან ბოლომდე გაჰყვება...
ყოველივე ამის პარალელურად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სანაკრებო გვერდი, სპორტის ამ სახეობის ქომაგებისთვის და მათთვის, ვისაც უბრალოდ უნდა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის მონაწილე იყოს მატჩის დღეს, ე.წ. ფან-ზონების ამუშავების თაობაზე ავრცელებს ინფორმაციას.
„26 მარტს, 19:00 საათიდან, რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ფანზონა იფუნქციონირებს, სადაც მატჩის დიდ ეკრანზე ტრანსლირება მოხდება. კოკა კოლას და საქართველოს ბანკის მიერ მოეწყობა სხვადასხვა გასართობი აქტივობები. ადგილზე იმუშავებს საკვები ობიექტები და ნაკრების ოფიციალური ფანშოპი, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენას შეძლებთ," - ნათქვამია სფფ-ს ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩს საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ 26 მარტს, 21:00 „დინამო არენაზე" გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თამაშისთვის მზადებას კი, კვლავ საგურამოში აგრძელებს.