17-წლამდე გოგონებმა ფარერებზე ასპარეზობა დაასრულეს
17-წლამდე გოგონებმა ფარერებზე ასპარეზობა დაასრულეს
23.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში ასპარეზობა დაასრულა საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა. ტურნირში, რომელსაც ფარერის კუნძულებმა უმასპინძლა, სალომე ხუბულურის გაწვრთნილ გუნდში, მასპინძელი ფარერების გარდა, რუმინეთისა და ლატვიის ნაკრებები იყვნენ.

ბოლო შეხვედრაში, ქართველ გოგონათა გუნდი, რომელიც რეალურად უფრო უმცროსი ასაკის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული ვიდრე, კატეგორიით იყო განსაზღვრული ტურნირზე, ლატვიის წინააღმდეგ 0-5 დამარცხდა.


ერთ-ერთი შეხვედრის დასრულების შემდეგ, სალომე ხუბულურმა TSFF.Ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ნაკრებს სექტემბრიდან, ახალი შესარჩევი ციკლის დაწყება უწევს. შესაბამისად, სამწვრთნელო შტაბმა, აქცენტი 2008 და 2009 წლებში დაბადებულ გოგონებზე გააკეთეს, რომლებსაც მომავალ შესარჩევებზე ასაკობრივად მოუწევთ აღნიშნულ ნაკრებში თამაში.


ყველაზე თანაბარი ორთაბრძოლა კი ქართველმა გოგონებმა სასტარტო შეხვედრაში გამართეს, რუმინეთის წინააღმდეგ, რომელი 2-1 დასთმეს, თუმცა, ცოტა მეტი იღბალი და მოწინააღმდეგის მეკარის კარგი თამაში, რომ არა, შესაძლოა ის მატჩი მოეგოთ კიდეც.