19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი
23.03.2024
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

საქართველოს ვაჟთა ასაკობრივმა გუნდებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მატჩები ჩაატარეს. გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ნაკრებმა, ქუთაისში თურქეთის ნაკრები 3-1 დაამარცხა, ხოლო, ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა გუნდმა, იტალიაში, შოტლანდიას 3-2 სძლია.


19-წლამდელთა რიგებში გოლები ცოტნე ბერელიძემ, ალექკო ბასილაძემ და დაჩი ლორთქიფანიძემ გაიტანეს. 17-წლამდე რიგებში გატანილი გოლები მათე შათირიშვილის, ჰალიდ დოლრტმურზიევის და ლაშა ხუციშვილის ანგარიშზეა.


შემდეგი შეხვედრები 26 მარტს გაიმართება. 17-წლამდე ნაკრები ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დანიას უმასპინძლებს, ხოლო 19 წლამდელები, ელიტ-რაუნდის ჯგუფის მასპინძელ იტალიას დაუპირისპირდებიან.


ფოტო: სფფ / ირაკლი ინასარიძე