ასაკობრივმა ნაკრებებმა დღეს სპარინგები წააგეს
ასაკობრივმა ნაკრებებმა დღეს სპარინგები წააგეს
22.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების გასვლითი ტურნე კვლაც მარცხით გაგრძელდა.


თურქეთში, ზაურ სვანაძის 21-წლამდე ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში 2-1, თურქეთის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ დამარცხდა. ქართველთაგან ერთადერი და ულამაზესი გოლი გიორგი აბუაშვილმა გაიტანა. სვანაძის გუნდს მომდევნო შეხვედრა უკვე  ევროშესარჩევის უწევს და 26 მარტს გიბრალტარში ითამაშებს.


პორტუგალიაში, 18-წლამდე ნაკრები ამხანაგურ ოთხთა ტურნირის სასტარტო მატჩში, 4-0 დამარცხდა მასპინძელ გუნდთან. ალბათ, ამ შეხვედრაში, გაშვებული გოლების მიუხედავად, მეკარის, მათე საურის გამოყოფაა შესაძლებელი, ვინაიდან, რომ არა საური, უკვე პირველ ტაიმში შესაძლო იგივე ანგარიში დაფიქსირებულიყო, თუ მეტი არა, რაც მატჩის ბოლოს. ჩვენები მომდევნო შეხვედრას 24 მარტს, დანიის წინააღმდეგ გამართავენ.