ჩვენების კარგი გამოსვლა ძალზედ კონკურენტულ გარემოში
ჩვენების კარგი გამოსვლა ძალზედ კონკურენტულ გარემოში
23.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


მონრეალში, ფიგურულ ციგურაობაში  მოიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დრეს, მედლების კიდევ ერთი კომპლექტი გათამაშდა, ქალთა შორის. საქართველოს წარმომადგენელი, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ უჩვეულოდ, მე-20 ადგილზე აღმოჩნდა, არ შესრულებული კომბინაციის გამო, ყინულზე პირველ ჯგუფში გამოვიდა. ანასტასია გუბანოვას, ემჩნეოდა, რომ მშვენივრად ესმოდა, მედლებისთვის ბრძოლას, გამოთიშული იყო, თუმცა, შესაშურად ბრძოლისუნარიანი და შემართული გამოვიდა ყინულზე და Lara Fabian-სა და Lucio Dalla-ს Caruso-ზე აწყობილი პროგრამა (3F+3T, 3Lo, 3Lz, 3S, FCSp, ChSq, 3Lz+2A, 3F+2T+2T, CCoSp, StSq, LSp) კარგ ტემპში, ბრუნების კარგი ამპლიტუდით, სუფთად და მსუბუქად შეასრულა. დღეს, ყინულზე ის გუბანოვა იყო, რომელმაც საქართველოს თავი ნამდვილად შეაყვარა. ჩვენმა მოციგურავემ, დღევანდელი ასპარეზობა, სწორედ იმ ელემენტის შესრულებით დაიწყო, რომელიც მოკლე პროგრამაში არ გამოუვიდა. მსაჯების მიერ შეფასებული მისმა გამოსვლამ თავისუფალ პროგრამაში, 123.76 (62.83 / 60.93) მე-7 აღმოჩნდა და ის რეალურად, ბოლო გამომსვლელებამდე, ლიდერიც იყო. თუმცა, ეს მაინც არ იყო ანასტასიას იდეალური შედეგი და პირად მაჩვენებელთა  მიახლოებული და ორი პროგრამის ჯამშიც, მოკლე პროგრამის „ჩავარდნა" დაეწია. საბოლოოს, ანასტასიამ 182.42 ქულით მე-13 ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.


ფაქტია, დღეს გუბანოვამ აჩვენა თავდადებისა და მობილიზაციის მაგალითი. კანადური გამოცდილება კი, მას მომავალი შეჯიბრებისთვის სამაგალითოდ გამოადგება.


დღესვე, მსოფლიო  ჩემპიონატის  მესამე  სატურნირო  დღეს, ასპარეზობა სპორტულმა  მოცეკვავე  წყვილებმა  დაიწყეს. 80-იანების თემატიკაზე (Bad, Liberian Girl, Cheater) აგებული რიტმული  (MiSt, SqTw, PSt, ChRS, RoLi) ცეკვა, დიანა დევისისა და გლებ სმოლნიკის  წყვილმა ასევე კარგ ტემპში და სუფთად შეასრულა. თავისუფალი ცეკვის წინ, ჩვენები 74.46 (41.67/32.79) ქულით ჯერ-ჯერობით მე-12 ადგილზე არიან. თუმცა, ნანახიდან გამომდინარე მათ უფრო მაღალი საფეხურის დაკავების კარგი შასნის აქვთ.


ხვალ მონრეალში, მედლების კომპლექტი მოცეკვავე წყვილებსა და მამაკაცებს შორის გათამაშდება.