საქართველოს ეროვნულმა მზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნულმა მზადება დაიწყო
18.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ორი იუბილარითა (ჯაბა კანკავა და ვილი სანიოლი) და ხუთი ფეხბურთელის (გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია), რომლებიც საწვრთნელ პროცეს, ხვალიდან 19 სექტემბრიდან შეუერთდებიან, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს დილიდან საგურამოში, შეიკრიბა და მოგვიანებით, 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა კიდეც.

„ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის. მთავარია, ყველა ჯანმრთელად შევხვდეთ ლუქსემბურგთან მატჩს. ერთმანეთი გვჭირდება ყველას ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა ერთად ვიქნებით. ფეხბურთი აერთიანებს საქართველოს. ვფიქრობ, საინტერესო ერთი კვირა გველის და მინდა მივმართო გულშემატკივარს, რომ ისევ ისე გვიგულშემატკივრონ, როგორც აქამდე გვიჭერდნენ მხარს", - ამბობს გურამ კაშია.


საქართველოს ეროვნული ნაკრები, 21 მარტს, თბილისში, „დინამო არენაზე", ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის მატჩს გამართავს.  ნაკრებში, პაუზის შემდეგ ჯაბა კანკავა დაბრუნდა. სანიოლიმ კი, გაფართოებულ შემადგენლობაში მაქსიმალურად ის ფეხბურთელები შეაგროვა, რომლებმაც საკლუბო მატჩებში თავი საკმაოდ გამოიჩინეს.


„შემართება უმაღლეს დონეზე გვაქვს. თითოეულმა ფეხბურთელმა ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ეს თამაშები. მაქსიმალურ მზადყოფნაში ვართ როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ჯაბა კანკავას ნაკრებში დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ეროვნულ გუნდში პირველად გამომიძახეს, ჯაბა მაშინ კაპიტანი იყო და ზუსტად მახსოვს ის ლიდერული თვისებები, რაც მას გააჩნია. რა თქმა უნდა, მისი დაბრუნება ძალიან გამოგვადგება და ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო", - ამბობს ლევან შენგელია.


გამომდინარე იქიდან, რომ „კვარას" ყვითელი ბარათების ლიმიტის გამო, ამ შეხვედრის გამოტოვება უწევს, ხვიჩა, ხვალიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ გუნდთან ერთად გააგრძელებს მზადებას, იმედი გვაქვს 26 მარტის მატჩისთვის. მანამდე კი, 21 მარტის შეხვედრაში, ლუქსემბურგის წინააღმდეგ, ვილის განაცხადში მოხვდნენ:


მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), გიორგი ლორია („დინამო თბილისი", საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი", აზერბაიჯანი);  დაცვა: სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი", საუდის არაბეთი), საბა საზონოვი („ტორინო", იტალია), გურამ კაშია („სლოვანი", სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი", ირანი), ლაშა დვალი („აპოელი", კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე", იტალია), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო" ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი", საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო" ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი", უკრაინა); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი", პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგი", ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე", ესპანეთი), ჯაბა კანკავა („სლოვანი", სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა", რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი", საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე", გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი", კვიპროსი).


და ბოლოს შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდვის დაწყებიდან რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა. ასე, რომ ლუქსემბურგელებს, მოტივირებული გუნდის გარდა, მოტივირებული გულშემატკივარიც ხვდება.



ფოტო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი