საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
18.03.2024
ავტორი: TSFF.GE

ლელოს გარეშე, თუმცა, ოთხი ჯარიმის წყალობით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, პორტუგალიასთან ფინალური დაპირისპირების პირველი ტაიმი 12-3 მოიგო. მეორე ტაიმის საწყის წუთებზე კი, აკაკი ტაბუცაძეს ლელოს, ბორჯღალოსნების კიდევ უფრო აქტიური თამაში მოჰყვა, რაც საბოლოოდ ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 36-10 დასრულდა.


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეშვიდედ, საერთოდ კი მეთექვსმეტედ, მოახერხეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება.


აღნიშნული ტურნირის დასრულების შემდეგ, ევროპული და მსოფლიო რაგბის სოციალურ სივრცეში, სპორტის ამ სახეობის მოყვარულებმა და გულშემატკივართა ნაწილმა, კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოსაზრება, რომ საქართველოს ნაკრებისთვის „ევროპა, ცოტაა" და მათ „ექვსი ერის" ფორმატში მონაწილეობის სარბიელი და შანსი უნდა მიეცეთ.

 


ფოტო: ირაკლი ტყემალაძე