გიორგი შერმადინის დიდებული მატჩი ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში. ტენერიფემ 24-ე ტურის შეხვედრა ანდორაში გამართა და ადგილობრივი გუნდი, სადაც შერმადინს წარსულში 2 სეზონი უთამაშია, 79-66 დაამარცხა. გამარჯვების სულისჩამდგმელი ქართველი ცენტრი გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის MVP გახდა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28:04 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 4 დაფარება დააგროვა. გიორგიმ 11-დან 9 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 37 შეადგინა, რითაც შერმადინი ამ მატჩის MVP ხომ გახდა და დიდი შანსია, ის ტურის საუკეთესოდაც დაასახელონ.
ტენერიფემ მიმდინარე სეზონში მე-15 გამარჯვება იზეიმა, რითიც 30 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე მყოფ ვალენსიას გაუთანაბრდა. ტენერიფე მომდევნო ტურში საკუთარ არენაზე გრან კანარიას შეხვდება, ესპანეთის ჩემპიონატის მატჩამდე კი შერმადინის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ბერძნულ პერისტერს შეხვდება.
ვიდეო-კადრები მატჩიდან