ელიგა სანაკრებო შესვენებაზე გავიდა...
ელიგა სანაკრებო შესვენებაზე გავიდა...
16.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სანაკრებო შესვენებამდე,  2024 წლის სეზონის ბოლო ტურში, ჯერ-ჯერობით ყველაზე ცოტა გოლი გავიდა - 5 შეხვედრაში, მხოლოდ 9 გოლი. ყველაზე უხვგოლიანი კი, დღეს, სამტრედიაში გამართული შეხვედრა იყო, ადგილობრივ „სამტრედიასა" და „გაგრას" შორის, რომელშიც ანგარიშ მე-12 წუთზე მასპინძლება გახსნეს. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, გოლი გიორგი გოგოლაშვილმა გაიტანა. თუმცა, 10 წუთში გიორგი პაპუაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. კიდევ 6 წუთში კი, მათე ვაწაძის გადაცემით, გიორგი ხარებაშვილმა გაგრელები დააწინაურა. მეორე ტაიმის საწყის წუთებზე, მათე ვაწაძემ თავადაც გაიტანა გოლი და მიმდინარე წლის სეზონზე პირველი წარმატებისკენ საბოლოოდ გადადგა ნაბიჯი. შეხვედრა კი, „გაგრას" გამარჯვებით 1-3 დასრულდა.

ერთნაირი ანგარიშით, დასრულდა ტურის სამი შეხვედრა, თუმცა, ამ სამიდან, ორი მასპინძლებმა მოიგეს, ერთში კი, სტუმრება იმარჯვეს. თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, საკმაოდ უღიმღამო და უხეშ თამაშში, რომელშიც მასპინძლებმა, თბილისის „იბერია 1999"მა, ქუთაისში, „ტორპედოს" წინააღმდეგ დაწყებული აგრესიული განწყობა, „დინამო თბილისის" წინააღმდეგაც გადმოიტანეს, თავად მშრალად გამოვიდნენ. მაგალითად, მე-12 წუთზე, ნოდარ ლომინაძის წინააღმდეგ ჩვენის აზრით „გასაწითლებელი" დარღვევა მსაჯებმა უბრალოდ გაატარეს. დინამოელებს კი, არ აპატიეს და 34-ე წუთზე გიორგი ლორია გაუძევეს. ტაიმის მიწურულს, უწყინარ სიტუაციაში, კომპენსირებულ დროში, სანდრო მამაცაშვილმა მიშიკო მაქაცარიას კარში კუთხურიდან ჩაახვია. „იბერია 1999"-მა 1-0 მოიგო.


მატჩის ფოტო-ამბავი


1-0 მოიგო ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედომაც", რომელმაც გორის „დილა" დაამარცხა. გორელებმა პირველი ტაიმის საწყის წუთებზე მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა გაუწიეს ტორპედოს, თუმცა, მასპინძლებმა, პირველი ტაიმის შუაწელიდან, მოახერხეს ბურთის გაკონტროლება. პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში კი, გორელთა კარის შტურმი მოაწყო. ერთ მომენტში, დავით კერესელიძემ მოახერხა კარის დაცვა, თუმცა, ბურთი გიორგი არაბიძეს მიუვიდა, რომელმაც უძლიერესი შორეული დარტყმით, „დილას" კარის აღება მოახერხა.


თელავში, „კავკასიონ არენაზე" დავით მუჯირი (მესამეს) გოლით, ბათუმის „დინამომ" მნიშვნელოვანი სამი ქულა აიღო „თელავთან" და ოთხი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში ქულების მაქსიმუმით, 12 ქულით ლიდერობს. თელაველებს რამდენჯერმე ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების საშუალება, მათ შორის შეხვედრის მიწურულსაც, თუმცა ვერ გამოიყენეს. 70-ე წუთზე ჯეფერსონ ჯერალდოს გოლი კი, ირაკლი კვირიკაშვილმა VAR-თან კონსულტაციის შემდეგ გააუქმა. ბათუმელებმა 0-1 გაიმარჯვეს და თელავიდან საჭირო 3 ქულა წამოიღეს.


ამ ტურში, რომელიც ორ დღეზე იყო გადანაწილებული, ერთი შეხვედრა „სამგურალსა" და ფოთის „კოლხეთი 1913"-ს შორის ფრედ, 1-1 დასრულდა. ანგარიში მე-5 წუთზე, სტუმრებმა გახსნეს, გოლი, ლაშა კოხრეიძემ გაიტანა. ზუსტად 10 წუთში, „სამგურალის" ახალწვეულმა, რომელიც ამ სეზონში, წყალტუბოელთა გუნდს „დინამო თბილისიდან" შეუერთდა, ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ ეს ლუკასთვის სადებიუტო გოლია ეროვნულ ლიგაში, „სამგურალისთვის" კი, პირველი ქულა, 2024 წელს.


ეროვნულ ლიგაში სანაკრებო შესვენება გამოცხადდა და მომდევნო მე-5 ტურიც, მხოლოდ 29-30 მარტს გაიმართება.


გათამაშების კალენდარი

სატურნირო ცხრილი