რვა დღე თბილისის გრან სლემამდე
რვა დღე თბილისის გრან სლემამდე
16.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

22-დან 24 მარტის ჩათვლით, თბილისი ტრადიციულ და IJF-ის გრან სლემების სერიიდან ერთ-ერთ ყველაზე სოლიდურ ეტაპს უმასპინძლებს. მართალია, საქართველოში არ ჩამოვა ლეგენდარული ფრანგი ტედი რინერი, არ იქნებიან იაპონელი და-ძმა აბეეცი, არ იქნება მატიას კასეც, ისევე როგორც ტატო გრიგალაშვილი, მაგალითად კასეს შემთხვევაში. არ იქნება, არც თბილისური პუბლიკის ბოლო წლების ფავორიტი ილია სულამანიძე. თუმცა, თბილისი არენაზე მოსული ქომაგი ბევრ საინტერესო ორთაბრძოლას ნახავს, მითუმეტეს, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე სულ ცოტა დრო რჩება და შესაძლოა, აქ, მომავალმა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, ან პრიზიორებმაც კი, იასპარეზონ...

თბილისურ ტურნირზე გამოვა, ძიუდოს ქართველი ქომაგის ერთ-ერთი ფავორიტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელიც თბილისის გრან სლემზე მე-4 არის განთესილთა შორის, -100კგ წონით კატეგორიაში.


რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, თბილისში ჩვენი 43 სპორტსმენით  იქნებიან წარმოდგენილები, რომელთა შორის 28 კაცი და 15 ქალი ჯუდოკა იქნება.


საქართველოს მამაკაცთა გუნდი შვიდივე წონით კატეგორიაში 4-4 ძიუდოისტით იასპარეზებს. რაც შეეხება ქალებს, ქართული რეალობისთვის აქაც სიახლეა, რადგან ჩენები ყველა წონაში მინიმუმ ერთი ჯუდოკა ქალით იქნებიან წარმოდგენილნი. ამასთან, ბევრი ახალი სახეც იქნება, ეთერ ლიპარტელიანთან, სოფიო სომხიშვილთან, მარიამ ჭანტურიასთან ერთად.


ქართული გუნდის შემადგენლობა, ვაჟები:


   -60 კგ / გიორგი სარდალაშვილი, ირაკლი კუპატაძე, თომა გელაშვილი, ლუკა მოდებაძე.

   -66 კგ / ვაჟა მარგველაშვილი, თენგო ზირაქაშვილი, გიგი ოთიაშვილი, თორნიკე მაზიაშვილი.

    -73 კგ / ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ლუკა კაპანაძე, საბა ხალიშვილი.

    -81 კგ / დიმიტრი გოჩილაიძე, ზაურ დვალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, კოტე კაპანაძე.

    -90 კგ / ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი, აკაკი ჯაფარიძე, ლუკა ბაბუციძე.

    -100 კგ / მიხეილ ჯაფარიძე, იმედა გოგოლაძე, ონისე სანებლიძე, სოსო ებილაშვილი.

    +100 კგ / გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, უჩა ტაბატაძე.


ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

   -48 კგ / მარიამ ფოცხვერაშვილი, ჯულიეტა როდონაია, თამარ გიგოლაევი.

    -52 კგ / ელენე წიკლაური, თამარ სუხიაშვილი.

    -57 კგ / ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, გვანცა მჭედლიშვილი.

    -63 კგ  / ნინო წიკლაური, რეგინა უთნელიშვილი.

   - 70 კგ  / მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი, ლიზი კვარაცხელია.

    -78 კგ  / ეკა ზამთარაშვილი.

    +78 კგ  / სოფიო სომხიშვილი.


თბილისის გრან სლემზე, უშუალოდ მოვლენების ეპიცენტრში იმუშავებს ჩვენი ვებ-გვერდიც, შესაბამისად, ადგილიდან მოგაწვდით უახლეს ინფორმაციებს.