სვანაძის 21-წლამდებში სამი დებიუტანტია
სვანაძის 21-წლამდებში სამი დებიუტანტია
14.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სანაკრებო შესვენებებამდე, საქართველოს სხვადასხვა ნაკრების მწვრთნელები შეკრებაზე გამოძახებული ფეხბურთელების  თამაშს საბოლოოდ აკვირდებიან. დღეს, „დინამო თბილისის აკადემიაში", ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრას დაესწრო რამაზ სვანაძე, რომელმაც, ვილი სანიოლის შემდეგ, 21-წლამდეთა სანაკრებო სია რამაზ დაასახელა.

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი"), ლუკა ხარატიშვილი („დინამო", ბათუმი), ლევან თანდილაშვილი („თელავი"); მცველები: საბა გოგლიჩიძე („ემპოლი", იტალია), საბა ხვადაგიანი („მაკაბი ნეთანია", ისრაელი), ნიკოლოზ უგრეხელიძე („დინამო თბილისი"), საბა მამაცაშვილი („იბერია 1999", თბილისი), ზურაბ რუხაძე („დილა" გორი), ლუკა სალუქვაძე („დინამო თბილისი"), დავით ზურაბიანი („კოლხეთი 1913", ფოთი), ლუკა ლაცაბიძე („შახტარი" დონეცკი, უკრაინა); ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი („იბერია 1999", თბილისი), გიზი მამაგეიშვილი („იბერია 1999", თბილისი), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო თბილისი"), შალვა ოგბაიძე („დენ ბოსხი", ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო მოსკოვი", რუსეთი), გაბრიელ სიგუა („ბაზელი", შვეიცარია), თორნიკე მორჩილაძე („თელავი"), ნიკოლოზ სიხარულაშვილი („დინამო თბილისი"); თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი („პაოკი", საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი 1913", ფოთი).


მიმდინარე სანაკრებო ციკლის სტარტზე მიღებული ტრავმის შემდეგ, სვანაძის გუნდთან ერთად, კვალავ იქნება ვასილიოს გორდეზიანი, თუმცა, ტრავმის მიზეზით ამჯერად გუნდს თბილისის დინამოელი ჯადული იობაშვილი გამოაკლდება. სვანაძის გუნდთან ერთად, დისციპლინარული სანქციების გამო ვერ იქნება კიდევ ორი დინამოელი, გიორგი მაისურაძე (გაძევება) და ნოდარ ლომინაძე (სამი გაფრთხილება). აღნიშნულ მოცემულობაში გაფართოებულ შემადგენლობაში სადებიუტო შეკრება ექნებათ ლუკა სალუქვაძეს, ნიკა სიხარულაშვილს „დინამო თბილისიდან" და მათთან ერთად, დავით ზურაბიანი, რომელიც ასევე „დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია". რადგან სიტყვამ მოიტანა, ალბათ უნდა აღვნიშნოთ, რომ რამაზ სვანაძის გუნდში, საერთო ჯამში „დინამო თბილისის აკადემიის" 13 აღზრდილია გამოძახებული.


საქართველოს 21-წლამდეთა ნაკრები მარტის სანაკრებო შესვენების დროს ერთ ამხანაგურ და ერსაც, ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. თავდაპირველად, 22 მარტს, ჩვენი გუნდი თურქ თანატოლებს დაუპირისპირდება სტამბოლში, შემდგე კი, 26 მარტს, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს გამართავს გიბრალტარში.


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფში, 10 ქულით მეორე ადგილზეა ნიდერლანდების ნაკრების შემდეგ, რომელსაც 18 ქულა აქვს. ამ მომენტისთვის მესამე ადგილზე 7 ქულით შვედეთი 21-წლამდე ნაკრებია.




მარტის თამაშების განრიგი:

22 მარტი | თურქეთი V საქართველო | 21:30

26 მარტი | გიბრალტარი V საქართველო | 17:00