სანდრო მამუკელაშილს სან ანტონიო სფურსში იშვიათად ეძლევა სათამაშო დრო. გამონაკლისი გახლდათ გასული შეხვედრა, რომელიც სან ანტონიომ ჰიუსტონ როკეტსს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 101-103 დამარცხდა.
მამუკელაშვილი მოედანზე მეორე მეოთხედიდან გამოჩნდა, მეტოქის ფარს საშუალო დისტანციიდან სულ სამჯერ შეუტია და სამივეჯერ შედეგიანად. სანდრომ ბურთი 4-ჯერ შეტევაში მოხსნა, ერთხელ - დაცვაში, ორჯერ კი დაჯარიმდა.
მოედანზე ყველაზე შედეგიანი მასპინძელთა გამთამაშებელი ტრე ჯონსი იყო, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. სპურსს 21 ქულით და 8 მოხსნით ჯერემი სოჩანი დაეხმარა, ვიქტორ ვემბანიამა კი მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა - 13 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი.
სან ანტონიო სპურსს 14 მოგება და 52 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-15 პოზიციაზეა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 16 მარტს, კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ დენვერ ნაგეტსთან ჩაატარებს.