ქალთა ლიგის მეორე ტურის ორი შეხვედრა ჩატარდა დღეს, გურიასა და იმერეთში. ამ ტურის კიდევ ორი მატჩი, 17 აპრილს არის ჩანიშნული.
გვიმბალაურში სფფ-ის ტექნიკური ცენტრის საფეხბურთო მოედანზე, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ლანჩხუთმა", ვიცე-ჩემპიონ „ნიკე-ლუსოს" უმასპინძლა. ქალთა ლიგის მეორე ტურში, სწორედ, ეს მატჩი იყო ცენტრალური და სფფ-ს YouTube არხზე, ფეხბურთის გულშემატკივარს მისი ხილვაც შეეძლო.
პირველი ტურისაგან განსხვავებით, ორივე გუნდს სასტარტო შემადგელობაში მცირე როტაცია ჰქონდა. შეხვედრა კი, ეთერ სულაშვილის მიერ, მე-80 წუთზე გატანილი გოლის წყალობით, გურულებმა მოიგეს. ქალთა შორის ქართული დერბის პირველი ტაიმი, საკმაოდ დაბალ ტემპში წარიმართა, თუმცა, ლანჩხუთელთა მცირე უპირატესობით. რეალურად, შეხვედრის ამ მონაკვეთში, ერთ-ერთი სტანდარტულის შემდეგ ანგარიშს გახსნის, ერთადერთი მომენტი იყო, რომელიც 33-ე წუთზე ლანჩხუთელებმა ვერ გამოიყენეს. მეორე ტაიმში, ორივე გუნდს ჰქონდა თავის გამოჩენის საშუალება. თუმცა, საწადელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ლანჩხუთმა" მიაღწია. მატჩის მიწურულს, ქულის გადარჩენის შანსი „ნიკე-ლუსოსაც ჰქონდა". თუმცა, ვერ გამოიყენა და თამაში, მინიმალური ანგარიშით 1-0 დასთმო.
დღის მეორე შეხვედრა, ქუთაისში, სფფ-ს საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. „მართვემ" რომელიც, პირველ ტურში დამარცხდა, თბილისურ „კვარტალს" უმასპინძლა. ანგარიში, 24-ე წუთზე საქართველოს 2023 წლის ტრიუმფატორმა ქალმა ფეხბურთელმა ნათია დანელიამ გახსნა. კიდევ ერთი გოლი, 57-ე წუთზე ლიზი კანკიამ გაიტანა. შეხვედრაში წერტილი ანასტასია ბოლქვაძემ დასვა, რომელმაც მე-80 წუთზე მესამე გოლი, გაიტანა და ორი ტურის შემდეგ აქტივში მეოთხე ჩაიწერა.
ქალთა ლიგის მომდევნო მე-3 ტური, 17 მარტს არის ჩანიშნული, განრიგი იხილეთ ბმულში.
პირველი ორი ტურის შემდეგ გათამაშებას 6-6 ქულით, „ლანჩხუთი" და „კვარტალი" ლიდერობენ.