საქართველოს ფუტსალის ნაკრები მორიგ სპარინგებს აპრილში გამართავს
საქართველოს ფუტსალის ნაკრები მორიგ სპარინგებს აპრილში გამართავს
12.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 14 და 16 აპრილს ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ავთანდილ ასათიანის ნაკრები, თბილისში, აზერბაიჯანის ნაკრებს უმასპინძლებს. ინფორმაციას სფფ-ს სანაკრებო ვებ-გვერდი ავრცელებს.

ქართველთა გუნდი, ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას 2024 წლის დასაწყისიდან შეუდგა, პირველი ორი სპარინგი, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ორივეში ერთნაირი ანგარიშით 4-2 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ეს თამაშები საქართველოს ნაკრებმა ნატურალიზებული ბრაზილიელების გარეშე ჩაატარა. ავთანდილ ასათიანი, სწორედ ამ ფორმით ამზადებს თავის გუნდს მომავალი ოფიციალური თამაშებისთვის.


საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში, საიდანაც საქართველოს ნაკრები მომავალი, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად, მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყებს ასპარეზობას, მეტოქეთა ვინაობა 30 მაისს გახდება ცნობილი.


აქვე შეგახსენებთ, რომ მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს 8 სპარინგო ჰქონდა დაგეგმილია. აქედან, ორი ასათიანის გუნდმა, ახალი შემადგენლობით, სწორედ, თებერვალში ჩაატარა.