საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
12.03.2024
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდში იასპარეზებს. სალომე ხუბულურის გუნდი შესარჩევი მატჩებისთვის სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ემზადება. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ფარერის კუნძულებზე, 17-23 მარტს გაიმართება. ჩვენი გუნდი ფარერის კუნძულების, რუმინეთის და ლატვიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. 


მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები 20 ფეხბურთელით ემზადება. 


საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: ვიქტორია დობროვოლსკაია ("რუსთავი"), სალომე ხაჭაპურიძე ("ნორჩი დინამო");  დაცვა: ნათია ცეცხლაძე ("ბათუმი"), ლიზი კაკულია ("დინამო" გაგრა), ლოლიტა კალოიანი ("რუსთავი"), თამუნა ლონდარიძე ("ნორჩი დინამო", თბილისი), ნათია ჯოჯუა ("ნიკე-ლუსო", თბილისი), ელენე ბოლქვაძე ("ბათუმი"), ელიზაბეტ რიჟამაძე ("კვარტალი"); ნახევარდაცვა/შეტევა: ანანო მიქაბერიძე ("რუსთავი"), ანანო ჯოჯუა ("კოლხეთი", ხობი), მარიამ მამფორია ("კვარტალი", თბილისი), თაკო ბულია ("კოლხეთი", ხობი), ნატო გუტიკაშვილი ("რუსთავი"), ქეთევან ჭურკვეიძე ("ბათუმი"), სოფო ბერულავა ("ნორჩი დინამო", თბილისი), მარიამ ობოლაძე ("ნორდშტერნი", რადოლფცელი, გერმანია) ნინო მეტრეველი ("რუსთავი"), ანანო ცისკარიძე ("ნორჩი დინამო", თბილისი), ანასტასია ბუჩუკური ("ბათუმი").


მატჩების განრიგი

17 მარტი | რუმინეთი - საქართველო | 21:00

20 მარტი | ფარერის კუნძულები - საქართველო | 17:00

23 მარტი | საქართველო - ლატვია | 21:00