ცოტა გოლი, ცოტა ყვითელი და ორი ლიდერი
ცოტა გოლი, ცოტა ყვითელი და ორი ლიდერი
11.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატს სამი ტურის შემდეგ 9-9 ქულით ბათუმის „დინამო" და გორის „დილა" ლიდერობენ. მესამე ტურის დღევანდელ შეხვედრებში, ბათუმის „დინამომ" და „დილამ" მორიგი 3-3 ქულა ჩაიწერეს.

ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ", „სამგურალი" მინიმალური ანგარიშით, 1-0 , „აჭარაბეთ არენაზე" დაამარცხა. ერთადერთი გოლი, პირველი ტაიმისთვის დამატებული მესამე წუთზე, სტანდარტულის შემდეგ თავით გადააგზავნა ლუკა კუტალაძის კარში, მამუკა კობახიძე. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშს ბათუმელები კარნახობდნენ, თუმცა, ქვეყნის ჩემპიონს, რამდენჯერმე მწარედ, წყალტუბოელებმაც უკბინეს. მაგალითად,  85-ე  და 90+3 წუთებზე, როდესაც „სამგურალს" უხეშად, რომ ვთქვათ, გოლის გასატანად და ქულის გადასარჩენად, ოსტატობასთან ერთად იღბალიც დააკლდა. მიუხედავად იმისა, რომ გოლი კობახიძის ანგარიშზე, ჩვენ გიორგი წიტაიშვილს გამოვარჩევდით, რომელიც დღეს ბათუმელთა შორის, ჩვენი აზრით სხვებთან შედარებით, უკეთ გამოიყურებოდა.


1-0 დასრულდა შეხვედრა გორშიც, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, რომელშიც ადგილობრივმა „დილამ", „თელვას" უმასპინძლა. „თელავი" ცუდად არ გამოიყურებოდა, თუმცა, მეორე ტურში ჩადებული მთელი ენერგია მათ თამაშს ლეიტმოტივად გასდევდა. იყო, წვრილმანი შეცდომები, მაგალითად კახელთა მეკარის მიერ თამაშში შეყვანილი ბურთი, რომელიც მეტოქემ „ჩაიბარა", ვითარების გამოსწორებას, თავად ქურდაძე შეეცადა, თუმცა, წესები დაარღვია, წითელი ბარათიც მიიღო და მინდვრის დატოვებაც მოუხდა. საჯარიმოს დასარტყმელად, ვაუტერი, რომელმაც აღნიშნულ ეპიზოდამდე, რამდენჯერმე შეამოწმა ბექა ქურდაძის მდგრადობა. აი, ლევან თანდილაშვილს კი, რომელიც, წამების შემოსული იყო თამაშში, იმ კუთხეში გაუტანა, სადაც „მეკარის ასაღები" იყო. თელაველებს, რომელსაც 10 კაცით მოუხდათ პირველი ტაიმის ჩამთავრებაც და მეორე ტაიმიც, ჰქონდათ რამდენიმე საგოლე მომენტი, თუმცა, მათ ქულის გადარჩენა ვერ მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ გორელებმა, ეროვნული ლიგის პირველი სამი ტურიდან სამივე თამაში მოიგეს, თან ისე, რომ ჯერ-ჯერობით კარი მშრალად აქვთ შენახული. გორელთა მე-10 ნომერს, ტაირელ ვაუტერს კი, ყველა შეხვედრაში გააქვს გოლი.


ფოთის „კოლხეთი 1913"-მა, თითქმის ექვსწლიანი შესვენების და ძლიერთა შორის დაბრუნების შემდეგ,  ეროვნულ ლიგაში პირველი სამი ქულა აიღო. დღევანდელ, მესამე ტურში მათ „გაგრა" ერთბურთიანი სხვაობით, 2-1 დაამარცხეს. ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. გაგრელები, 31-ე წუთზე გიორგი ლომთაძე დააწინაურა. თუმცა, ტაიმის მიწურულს გაგრელთა კაპიტნის, ლევან კაკუბავას საკუთარ კარში ჩაჭრილმა გოლმა, როგორც ჩანს სტუმარი გუნდი ზედმეტად დაძაბა. ფოთელებმა, მეორე გოლი 57-ე წუთზე გაიტანეს. ლაშა კოხრეიძის ამ გოლის შემდეგ, შავიზღვისპირა ქობულეთში, მეტი გოლი აღარ გასულა და ორი შავიზღვისპირული დერბიც, ფოთელთა გამარჯვებით დასრულდა.


და ბოლოს, წინა ორი ტურისგან განსხვავებით, მესამე ტური არც უხვგოლიანი გამოდგა და არც ყვითელი ბარათების კატასტროფული რაოდენობა დაფიქსირდა. ნელ-ნელა გუნდები რეგულარულს ეგუებიან.


მომდევნო, მეოთხე ტური 15 და 16 მარტს გაიმართება. ამის შემდეგ კი, 29 მარტამდე, საქართველოში სანაკრებო პაუზაა.


სატურნირო ცხრილი  


ფოტო: © დინამო ბათუმი