მხოლოდ ორი ბრინჯაო ავსტრიაში
მხოლოდ ორი ბრინჯაო ავსტრიაში
10.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სავარაუდოდ მომდევნო კვირაში გახდება საქართველოს გუნდის შემადგენლობა IJF-ის გრან სლემების მორიგი ტურნირისთვის, რომელსაც 22-24 მარტს თბილისში გაიმართება. ამ მომენტისთვის IJF-ის ოფიციალურ გვერდზე, თბილისის გრან სლემის 75 მონაწილეს შორის ჯერ ქართული გუნდის შესახებ ინფორმაცია არ არის განთავსებული.

მანამდე კი, IJF-ის წლის მორიგ ტურნირს ავსტრიულმა ლინცმა უმასპინძლა.  დღეს, ავსტრიის გრან პრის  ბოლო საასპარეზო დღეს, ქართულმა გუნდმა პირველი მედლები მოიპოვა, ორი ბრინჯაო, თუმცა, ალბათ ოდნავ მეტი იღბალი და კონცეტრაცია, რომ ყოფილიყო, შესაძლოა ოქროც მოგვეგო.


ავსტრიის გრან პრის  ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა -90კგ წონით კატეგორიაში, გიორგი ჯაბნიშვილი, რომელმაც ასპარეზობა პირველი წრიდან დაიწყო და ბადის მოსაგებად, უნგრეთის, გერმანიის, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და ბრაზილიის  წარმომადგენლები დაამარცხა. 1/2 ფინალში კი, კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ასპარეზობა. აქ, მესამე ადგილისთვის, ქართველი უნგრელ კრისტიან ტოტს  დაუპირისპირდა და საბოლოოდ, 20 წლის ქართველმა ჯუდიკამ, ვაზარით მოახერხა, ბევრად გამოდცილი, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს, მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელ მეტოქის დამარცხება და ავსტრიის გრან პრის ბრინჯაოს მედლის მოგება.


ლინცის ტურნირის ბოლო დღეს, ორ წონაში ქართულ გუნდს ორი წონა გაორებული ჰქონდა. თუმცა, -100კგ წონით კატეგორიაში, სადაც სოსო ებილაშვილი და მიხეილ ჯაფარიძე შეეცადნენ მედლების მოპოვებას, წარუმატებელი გამოდგა. ჯაფარიძე, პირველივე ასპარეზობის შემდეგ გამოეთიშა ტურნირს. რაც შეეხება ებილაშვილს, ჩვენიანმა, პირველი შეხვედრა მოიგო, თუმცა, მომდევნოში გამოცდილ პორტუგალიელთან ჟორჟე ფონსეკასთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


ერთი ეტაპის გავლა მოახერხა +100კგ წონით კატეგორიაში უჩა ტაბატაძემ, რომელიც ავსტრიის გრან პრის მომავალ ბრინჯაოს მედალოსან გერმანელ კონესთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. სამაგიეროდ, ბადე დამაჯერებლად და სტაბილურად გაიარა გურამ თუშიშვილმა. ტიტულოვანმა ქართველმა, პირველი წრიდან დაიწყო და რეალურად, ბადეში ყველა ორთაბრძოლა ჩაატარა. 1/2 ფინალში, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ლუკას კრპალეკს გადაეყარა, მიუხედავად იმისა, რომ „თუში" ორი შიდოს უპირატესობით ასპარეზობდა მთელი შეხვედრა, დამატებით დროში აშკარად ჯობნიდა მეტოქეს და ახლოს იყო, მოგებასთანაც, როდესაც ქართველს ჯერ მისცეს ვაზარი, შემდეგ კი, მომენტალურად მოუხსნეს. აი, ამ მომენტალური „სისუტით" კი, ჩეხმა კარგად ისარგებლა და „თუში" იპონზე დააგდო. ქართველმა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა გააგრძელა და ბრინჯაოს შეხვედრაში ისრაელის წარმომადგენელი ევგენი შმახილინი ორი ვაზარით დაამარცხა.


ავსტრიის გრან პრიზე, ქართული გუნდი მხოლოდ 8 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.



ფოტო: (c) Sabau Gabriela