ქალთა ლიგის პირველი ტურის ბოლო მატჩი დიდი ანგარიშით დასრულდა. თბილისში, „ნიუ ვიჟენის" სტადიონზე, „ნიკე ლუსომ", რომელიც მიმდინარე სეზონში ამ სახელით ასპარეზობს, ქუთაისის „მართვეს" უმასპინძლა. სხვადასხვა წლებში საქართველოს ორი ჩემპიონის დაპირისპირებაში, ბევრი საინტერესო ორთაბრძოლას ელოდა, თუმცა, თბილისურმა კლუბმა, რეალურად პირველი ტაიმის პირველ 20 წუთში გადაწყვიტა მატჩის ბედი. ამასთან, ახლად დაწყებულ ჩემპიონატში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც სწრაფი გოლი გაიტანა. მისი ავტორი ნინო ბუხრიკიძეა. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა 2024 წლის ჩემპიონატზე პირველმა მოახერხა პოკერის შესრულებაც, თანაც მხოლოდ ერთ ტაიმში ( 3', 7', 17', 36') და ახლოს იყო, პენტა ტრიკითანაც, თუმცა, 31-ე წუთზე 11-მეტრიანი გააცუდა.
სამაგიეროდ, ამ შეხვედრაშიც და მიმდინარე ჩემპიონატშიც პირველი პენტა ტრიკი გუნდის ლეგიონერმა ლესლი რამირესმა (22', 55', 75', 87', 90') შეასრულა. ნიკელთაგან საერთო ჯამში გოლები, ექვსმა ფეხბურთელმა გაიტანა, ნინო ბუხრიკიძისა და ლესლი რამირესის გარდა, ქუთაისელთა კარი ნინო ნიჟარაძემ (12'), ელენე ენჯიბაძემ (27'), ლიზი მწყერაშვილმა (83') და ანი აკობიძემ (90+2') აიღეს. „ნიკე-ლუსომ" კი, „მართვესთან" დაპირისპირებაში 13-0 გაიმარჯვა და მეორე ტურს, რომელშიც 13 მარტს, ლანჩხუთში, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, „ლანჩხუთს" დაუპირისპირდება ამაღლებულ განწყობაზე ხვდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში გაიმარჯვა „ლანჩხუთმაც", რომელიც საკმაოდ გადახალისებულია 2024 წლის სეზონში. შესაბამისად, 13 მარტს, ამ გუნდების საკმაოდ საინტერსო დუელი გველის.
მომდევნო ტური ორ დღეზეა გადანაწილებული. ის 13 მარტსა და 17 აპრილს გაიმართება. შეხვედრები განრიგი იხილეთ ბმულზე.
ქსკ „ნიკე-ლუსოს" ფოტო