ანდრონიკაშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 6 ქულა მოაგროვა
ანდრონიკაშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 6 ქულა მოაგროვა
10.03.2024
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მორიგი მატჩი გამართა რატი ანდრონიკაშვილმა. ლიგა ენდესას 24-ე ტურში მისი სარაგოსა სტუმრად გრან კანარიას შეხვდა და უიმედო მარცხი განიცადა  85-111. 

ქართველი გამთამაშებელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, თუმცა მოედანზე არასრული 13 წუთი გაატარა. ანდრონიკაშვილმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 6 ქულასთან ერთად რატის თითო მოხსნა და პასი ჰქონდა. მას ბურთი არ დაუკარგავს და 2-ჯერ დაჯარიმდა. სარაგოსელთაგან საუკეთესო შედეგი სანტი იუსტამ აჩვენა, რომელმაც 25 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.


სარაგოსას 9 მოგების წილ 14 მარცხი აქვს და ცხრილში მე-12 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ანდრონიკაშვილის გუნდი 17 მარტს, შინ პალენსიასთან გამართავს.


ვიდეო-კადრები მატჩიდან