ქალთა ეროვნული ნაკრების თამაშების კალენდარი ცნობილია
ქალთა ეროვნული ნაკრების თამაშების კალენდარი ცნობილია
09.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს 5 აპრილს დაიწყებს. საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელიც ერთა ლიგის ანალოგიური ფორმატით გაიმართება ირის ანტმანის გუნდისთვის 5 აპრილს, კარგად ნაცნობი ლიეტუვას ნაკრების წინააღმდეგ მატჩით გაიხსნება. ახალი შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი სახლში 5 აპრილს გამართავს.

5.04.2024 საქართველო - ლიეტუვა

9.04.2024 ბელარუსი - საქართველო

31.05.2024 კვიპროსი - საქართველო

04.05.2024 საქართველო - კვიპროსი

12.07.2024 საქართველო - ბელარუსი

16.07.2024 ლიეტუვა -საქართველო


საერთო ჯამში, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები C1 ჯგუფში 6 შეხვედრას გამართავს. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად, აღნიშნული საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული გუნდი, ასპარეზობას ფლეი-ოფიდან გააგრძელებს.