ავსტრიაში გრან პრიზე 8 ქართველია „მივლინებული“
ავსტრიაში გრან პრიზე 8 ქართველია „მივლინებული“
08.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბოლო ტურნირზე IJF-ის მსოფლიო ტურიდან, რომელიც მარტის ბოლოს თბილისში გაიმართება დღეს, ლინცში, ავსტრიის გრან პრის აიღო სტარტი. ტურნირში, საქართველო 8 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. დღეს, პირველი -60 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი კუპატაძემ იასპარეზა. ქართველმა მეორე წრიდან დაიწყო, თუმცა, სტარტზევე გამოეთიშა ასპარეზობას.

ცოტა უფრო შორს, 1/8 ფინალამდე გავიდა -66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თენგო ზირაქაშვილი. ქართველმა პირველი წრიდან დაიწყო ასპარეზობა და თურქი მუჰამედ დემირელისა და იტალიელი ჯუზეპე დე ტულიოს დამარცხებაც მოახერხა, თუმცა, შემდეგ, ესპანელ ალბერტო გატიერო მარტინისთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


ავსტრიის გრან პრის მეორე დღეს, ქართველთაგან მხოლოდ ერთი წარმომადგენელი გამოვა ტატამზე. -81კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ბეროშვილი იასპარეზებს.


აღსანიშნავია, რომ 8 ქართველი ჯუდოკადან, ყველაზე გამოცდილი გურამ თუშიშვილია.


-90კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვილი იასპარეზებს.

-100კგ წონით კატეგორიაში სოსო ებილაშვილი და მიხეილ ჯაფარიძე შეეცდებიან მედლების მოპოვებას.

+100 კგ წონით კატეგორიაში კი, „თუშსთან" ერთად, უჩა ტაბატაძე იასპარეზებს.


და ბოლოს, რამდენიმე საინტერესო დეტალი მომდინარე ტურნირიდან. ავსტრიის გრან პრიზე, ალბათ, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დიდი წარმომადგენლობა მასპინძლებს ჰყავთ 33 ჯუდოკა, 25 ძიუდოისტი ჰყავს საფრანგეთს, 22-22 გერმანიასა და ყაზახეთს, 20 ბრაზილიას, 19 იტალიას, 18-18 სპორტსმენით ასპარეზობენ ისრაელი, იაპონია, ნიდერლანდები და ესპანეთი. ტურნირის საპრიზო თანხა კი 100000 აშშ დოლარს შეადგენს.