ხვალ, ქალთა ეროვნულის მეტოქეები გაირკვევა ევრო 2025-ის შესარჩევისთვის
ხვალ, ქალთა ეროვნულის მეტოქეები გაირკვევა ევრო 2025-ის შესარჩევისთვის
04.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წელს სტაბილურად ჩატარებული სეზონისა და 2024 წლის პირველი სპარინგების შემდეგ, გააჩინა მოლოდინი, რომ ქალთა ფეხბურთში, თუკი სწორი მიმართულებით განვითარდება პერსპექტივა არის. თავის მხრივ, უეფა ახლად დაარსებული ერთა ლიგისა და ერთა ლიგის პრინციპით შედგენილი ევროპის 2025 წლის ქალთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატიდან გამომდინარე, იმედსა და სტიმულს იძლევა, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა ყველა გუნდს შეუძლია.

ხვალ, 5 მარტს, ნიონში ქალთა 2025 წლის ევროს საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება, რომელიც საწყის ეტაპზე, ერთა ლიგის მსგავსად დივიზიონების მიხედვით იქნება დაკომპლექტებული. ჩვენები, C დივიზიონში ითამაშებენ. აქ მოხვდნენ ნაკრები, რომლებიც უეფა-ს მიერ ბოლოს გამოქვეყნებული რეიტინგით 33-დან 51-ე ადგილებს იკავებენ.


უკვე ცნობილია, რომ გუნდები, რომლებმაც ერთა ლიგის გათამაშებაში სამ გუნდიან ჯგუფში თამაშობდნენ, ევრო შესარჩევზე ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდებიან. ასეთი კი, უეფა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბულგარეთი და ჩრდ. მაკედონიაა, რომლებიც C5-ე ჯგუფი იქნება.


ცნობილია ისიც, რომ კალათებში განთესვის გამო და ჩვენ მე-4 კალათში ვართ, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები არ იქნებიან მოლდოვა, ფარერის კუნძულები და სომხეთი. დანარჩენ კალათებში, ირის ანტმანის ნაკრების სავარაუდო მეტოქეები არიან:


1 კალათა: სლოვენია, საბერძნეთი, ბელარუსი, რუმინეთი, ალბანეთი

2 კალათა: ლატვია, მონტენეგრო, ბულგარეთი, ესტონეთი, ლიეტუვა

3 კალათა: ლუქსემბურგი, ყაზახეთი, ჩრდ.მაკედონია, ანდორა


ხვალინდელი წილისყრაც რომელიც თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება, თავდაპირველად სწორედ, C დივიზიონში დააკომპლექტებს ჯგუფებს. თავდაპირველად პირველი კალათიდან 5 ჯგუფი შედგება, მომდვენო ადგილებს უკვე მეორე კალათის, შემდეგ მესამე კალათის და ბოლოს, მეოთხე, იმ კალათის გუდები დაიკავებენ, რომელშიც საქართველოს ქალთან ნაკრებიცაა მოხვედრილი. გამომდინარე იქიდან, რომ მეოთხე კალათში, განსხვავებით პირველი სამისგან 4 ნაკრებია მოხვედრილი, არაა გამორიცხული, საქართველოს ქალთა ნაკრები სამ გუნდიან ჯგუფში მოხვდეს.


შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო შესარჩევი ეტაპის მატჩევი გაიმართება 2024 წლის აპრილიდან ივლისის ჩათვლით გაიმართება, აი დეკემბრის ბოლომდე კი ფლეი-ოფებში საბოლოოდ გაირკვევა ფინალური ეტაპის საგზურის მფლობელთა ვინაობა, რომლებიც შვეიცარიაში, ქალთა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატში იასპარეზებენ.


ყველა თარიღი:

საკვალიფიკაციო ეტაპის 1 და 2 მატჩები: 3-9 აპრილი 2024

საკვალიფიკაციო ეტაპის  3 და 4 მატჩები: 29 მაისი-4 ივნისი 2024

საკვალიფიკაციო ეტაპის  5 და 6 მატჩები: 10-16 ივლისი 2024

ფლეი-ოფის წილისყრა: 19 ივლისი 2024

ფლეი ოფი (2 რაუნდი): 23-29 ოქტომბერი 2024

ფლეი-ოფი 2 (2 რაუნდი): 27 ნოემბერი -3 დეკემბერი 2024

ფინალის წილისყრა: 16 დეკემბერი2024

ფინალი: 2-27 ივლისი 2025 (შვეიცარია)