საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის პირველი ტური ისე დასრულდა, რომ ფრე არ დაფიქსირებულა. მოიგეს მასპინძლებმა, გავიდა მხოლოდ 11 გოლი და ხუთი მატჩიდან ოთხში, გამარჯვებული გუნდების მეკარეებიდან ოთხმა, კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ხუთ შეხვედრაში მსაჯებმა 32 ყვითელი ბარათი აჩვენეს და 5 ფეხბურთელი გააძევეს... გამომდინარე აქედან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2024 წლის გათამაშება, საკმაოდ „ცხელი" იქნება.
პირველივე ტურში, ერთი მატჩი, ქუთაისში, „ტორპედოსა" და „სამტრედიას შორის 4-1 დასრულდა ქუთაისელთა გამარჯვებით. სფფ-ს საშეჯიბრო განაცხადში დარეგისტრირებული გუნდებიდან ყველაზე ხმაურიანი შემადგენლობის გუნდი, რომელსაც ბევრი მიმდინარე სეზონის ოქროს მედლებსაც უწინასწარმეტყველებს, გიორგი ყრუაშვილმა 3 პენალტი დანიშნა. შესაბამისად, იმერულ დერბიში, ტორპედოელებს, ყველაზე სწრაფი გოლის გატანა შეეძლოთ. თუმცა, ქუთაისელებმა, პირველი შანსი ხელიდან გაუშვეს და 11-მეტრიანი გააცუდეს. თუმცა, ასევე მალე, მე-8 წუთზე მაინც გაიტანეს გათამაშების სადებიუტო გოლი. შესაბამისად, ბიორნ იონსენის გოლი, ამ ეტაპზე ყველაზე სწრაფი გამოდგა პირველ ტურშიც და ჯერ-ჯერობით მიმდინარე ჩემპიონატშიც.
აქვე გეტყვით, რომ მე-10 წუთზე გაიტანეს ჩემპიონატის სადებიუტო გოლები ბათუმისა და თბილისის დინამოელებმაც.
აქვე დავძენთ, რომ ახლად დაწყებულ გათამაშებაში სადაც ყველა გუნდში უამრავი სიახლეა, „დინამო თბილისი" და „იბერია 1999" კი, ყველაზე ახალგაზრდული გუნდები არიან, სადაც ბირთვს მათივე აკადემიაში აღზრდილი ფეხბურთელები წარმოადგენენ.
„დილა" - „გაგრა" 2-0
„ტორპედო" - „სამტრედია" 4-1
„დინამო თბილისი" - „ სამგურალი" 2-0
„იბერია 1999" - „თელავი" 1-0
„დინამო" ბთ - „კოლხეთი 1913" 1-0
სატურნირო ცხრილი
ჩვენი ფოტო ამბავი 1 ტურიდან
ეროვნული ლიგის მეორე ტური 6 და 7 მარტს გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ 5 მარტს სტარტს, ეროვნული ლიგა 2-ის 2024 წლის გათამაშება აიღებს სტარტს.