მხოლოდ ერთი მედალი ტაშკენტიდან...
მხოლოდ ერთი მედალი ტაშკენტიდან...
03.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ტაშკენტის 2024 წლის გრან სლემზე, ქართველებმა მხოლოდ ერთი მედალი მოიპოვეს. -60კგ წონით კატეგორიაში ტურნირის პირველ დღეს ვერცხლის მედალი ახალგაზრდა გიორგი სარდალაშვილმა მოიგო.

ამავე წონაში ერთი ეტაპის გავლა მოახერხა გამოცდილმა ლუხუმ ჩხვიმიანმა. უზბეკეთში ქართველებისთვის ვადაზე ადრე დასრულებულ ტურნირში ჩვენი ქვეყნის 6 სპორტსმენი ასპარეზობდა.


-66კგ წონით კატეგორიაში ლაშა ნოზაძე, -73კგ-ში ბაგრატ ნინიაშვილი და -100კგ-ში იმედა გოგოლაძე და ვარლამ ლიპარტელიანი ტურნირს პირველივე შეხვედრებიდან გამოეთიშნენ.


IJF-ის მსოფლიო ტურის მორიგი გაჩერება, ავსტრიის გრან პრის ტურნირია, რომელიც ლინცში 8-10 მარტს გაიმართება. შეჯიბრში, მონაწილეობას კვლავ მხოლოდ, მამრობითი სქესის წარმომადგენლები მიიღებენ. დარეგისტრირებული 8 ქართველო ჯუდოკადან, ყველაზე გამოცდილი გურამ თუშიშვილია.


აი, აი ამის შემდეგ კი, 22-24 მარტს, უკვე თბილისი უმასპინძლებს ტრადიციულ გრან სლემს.



ფოტო: © IJF /  Polejaeva Ekaterina