შერმადინი ტენერიფეს გრანადას დამარცხებაში დაეხმარა
შერმადინი ტენერიფეს გრანადას დამარცხებაში დაეხმარა
03.03.2024
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

ეროვნული ნაკრებიდან ესპანურ ტენერიფეში დაბრუნებული გიორგი შერმადინი საქმეში ჩაერთო და მორიგი ტურის მატჩში თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. ტენერიფემ ჯო ტომასონის ყოფილ გუნდ გრანადას უმასპინძლა და 89-83 დაამარცხა.


შერმადინმა მოედანზე 19:25 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულას, 4 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა თავი. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფეს 15 ქულით მარსელინო უერტასმა ულიდერა.


ტენერიფეს 23 ტურში 14 მოგება და 9 მარცხი დაუგროვდა. შერმადინის გუნდი ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში მადრიდის რეალს ესტუმრება.


ვიდეო-კადრები მატჩიდან


ფოტო: (c) Club Baloncesto 1939 Canarias