საქართველოს ქალთა ნაკრებმა მე-4, ვაჟებმა კი, მე-12 ადგილი დაიკავეს უნგრეთში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე. დღეს, 2 მარტს უნგრულ დიორში, დასრულდა ევროპის ჩემპიონატი პნევმატური იარაღებიდან სროლაში. ბოლო დღეს, ჩვენები 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ევროპის სროლის ფედერაციის მიერ შეთავაზებულ ახალ გუნდურ ტურნირში მონაწილეობდნენ.
10-მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში „ქალთა ტრიო"-ში, გამოცდილი ნინო სალუქვაძის, ასევე ლიზი კილაძისა და მარიამ მარშავას შემადგენლობით, ქართულმა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 558 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე გავიდა. ამან კი, ჩვენს გუნდს, 1/4 ფინალში სადაც მათი მეტოქეები უნგრეთის, უკრაინისა და ბულგარეთის გუნდები იაქნებია, ასპარეზობის უფლება მისცა, სადაც, ბევრად უკეთ იასპარეზეს და მე-3 ადგილზე გავიდნენ 566 ქულით. მომდევნო ეტაპი უკვე 1/2 ფინალი იყო. აქ საქართველოს ნაკრებმა 559 ქულა დააგროვა და საბოლოოდ მეოთხე ადგილზე გავიდა. უშუალოდ, ბრინჯაოს მედლებისთვის, ჩვენებმა გადამწყვეტი დაპირისპირება ბულგარელებთან 6-16 წააგეს.
როგორც აღვნიშნეთ, მე-12 ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა „ვაჟთა ტრიოში" ქართველმა მსროლელებმა, კაკო მოსულიშვილის, ცოტნე მაჭავარიანისა და ლევან ქადაგიძის შემადგენლობით. საკვალიფიკაციო გამოსვლაში, ჩვენმა გუნდმა 563 ქულა დააგროვა, თუმცა, თანაბარქულიან სერბეთის ნაკრებს „10"-იანების სიმცირის გამო, მათზე წინ გასვლის უფლება მისცა.