ტაიბეიში ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა ასპარეზობა დაასრულეს. მსოფლიოს 2024 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ქართველთაგან ყველაზე ბოლოს კონსტანტინე სუპატაშვილმა იასპარეზა. მოკლე პროგრამის შემდეგ, 16 წლის ქართველო, 63.99 ქულით, მხოლოდ მე-19 ადგილზე იყო.
Where's My Love, Who Will Save You Now ეს იყო ქართველის სამწვრთნელო შტაბის, მიერ თავისუფალი პროგრამისთვის შერჩეული მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც კონსტანტინეს 11 ელემენტისგან (3A, 2A, 3Lo+2A+SEQ, 3Lz+3T, CSSp, 3Lz+1Eu+3S, 3F, 3Lo, ChSq, FCSp, CCoSp) უნდა შეეკრა. პირველი სამი ელემენტის შემდეგ, ტექნიკური პანელი მხოლოდ წითელ ფერს აჩვენებდა, ვინიდან მცირედი ხარვეზიც კი, არ დატოვეს მსაჯებმა უყურადღებოდ. საბოლოოდ, კონსტანტინეს 5 ელემენტი გაუწითლეს, ორი კი გადახედვაზე გაუშვეს. უკვე ქულების გამოცხადებისას, 118.69 (65.21 /53.48) ქულა აიღო, რაც 21-ე ადგილისთვის გახდა საკმარისი. ორი პროგრამის ჯამში კი, კონსტანტინე 182.68 ქულით მხოლოდ მე-20 ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ამავე მსოფლიო ჩემპიონატზე, მსოფლიოს საუკეთესოს ტიტული და ოქროს მედალი ქართველმა სპორტულმა წყვილმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოიგეს.