მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ერთი წარმომადგენელიღა დაგვრჩა
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ერთი წარმომადგენელიღა დაგვრჩა
01.03.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ტაიბეიში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ასპარეზობა დაასრულა ინგა გურგენიძემ. 14 წლის ქართველი, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ, ქალთა ერთეულთა თანრიგში მე-7 ადგილზე იყო და კარგი შანსი ჰქონდა სამეულშიც კი მოხვედრილიყო, თავისუფალი პროგრამის შემდეგ, მე-16, ორი პროგრამის ჯამში კი, 172.87 ქულით, ასპარეზობა მე-12 ადგილზე დაასრულა.


მიმდინარე სეზონში, ინგა თავისუფალ პროგრამას Mephisto's Lullaby, Breathing Under Water-ზე ასრულებს. ტექნიკური თვალსაზრისით კი, გურგენიძეს აღნიშნული პროგრამის შესრულებისთვის დაგეგმილი 11 ელემენტის (3A+2T, 3A, 3Lz+2A+2T+SEQ, 3Lo, FCCoSp, ChSq, 3F, LSp, 3Lz, 2A+2T, CCoSp) გადანაცვლება მოუხდა. პატარა ქართველმა პირველივე ელემენტის სამმაგი აქსელის შესრულების დროს დაუშვა შეცდომა. ტექნიკურმა პანელმა „გააწითლა" მეორე ელემენტიც, სადაც ინგას კიდევ ერთი შეცდომა ჰქონდა. ამის შემდეგ, ქართველმა სულ „მწვანეზე" ისრიალა, თუმცა, საბოლოოდ, იმაზე ნაკლები ქულები მიიღო, რასაც დიდი ალბათობით, ქართული გუნდი გეგმავდა. ინგა გურგენიძეს თავისუფალ პროგრამაში  110.59 (59.63 / 51.96) ქულა დაუწერეს, რაც საბოლოოდ, მე-16 გამოდგა. ერთი დეტალი, გურგენიძე, ევროპელი მოციგურავეებიდან საუკეთესო შედეგის მქონე ფინელს, რომელმაც თავისუფალ პროგრამაში მე-4 ადგილი დაიკავა, 11.09 ქულით ჩამორჩა.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინგამ ორი პროგრამის ჯამში 172.87 ქულა დააგროვა და ათეულში მოსახვედრად 0.8 ქულა დააკლდა.


დღესვე, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ასპარეზობა მარია ალიევასა და ეჰორ ბარშაკის მოცეკვავე წყვილმა იასპარეზა. Love Will Never Do, Rhythm Nation-ს კომპოზიციაზე მარიასა და ეჰორს დაგეგმილი 5 ელემენტის (MiSt  SqTw  1RF 1st Sec, 2RF 2nd Sec, RoLi Rotational Lift) შესრულება ჰქონდათ დაგეგმილი. ასინქრონულად შესრულებული მეორე ელემენტი თანმიმდევრული ტვიზლები, დიდი ალბათობით ის დაკარგული ქულებია,  სულ რაღაც 0.3 ქულა, რომელიც საქართველოს წარმომადგენლებს კვალიფიკაციის მისაღებად დააკლდათ. შესაბამისად,  48.93     (25.90/ 23.03) ქულით 22-ე ადგილზე დაასრულეს ასპარეზობა.


შესაბამისად, ტაიბეიში მიმდინარე მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატზე, ქართველთაგან მხოლოდ კონსტანტინე სუპატაშვილი დაგვრჩა, რომელიც ხვალ, 2 მარტს თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს. მოკლე პროგრამის შემდეგ კონსტანტინე 63.99 ქულით მე-19 ადგილზეა.