ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინასგან, ტაივანში მიმდინარე იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე, მაღალ დონეზე შესრულებული მოკლე პროგრამის შემდეგ, თავისუფალ პროგრამაშიც ბევრი, ანალოგიურს ელოდა. თუმცა, ქართულ სპორტულ წყვილს, აშკარად მღელვარება ემჩნეოდა და ეს მათ გამოსვლაზეც სრულად აისახა.
მოვლენებს წინ გავასწრებთ და გეტყვით, რომ ქვინის კომპოზიციაზე The Millionaire Waltz-ი აწყობილ პროგრამაში, რომელიც სხვა გამომსვლელების მსგავსად 10 ელემენტს (3Tw, 3S+2A+2T+SEQ, 3FTh, 3T, 5RLi, BoDs, ChSq, 3Lo, 4Li, PCoSp) შედგებოდა, თუმცა ტექნიკურად ბევრად რთული შესასრულებელი იყო, ყველა სხვა წყვილის მიერ შერჩეულ სირთულეებს შორის, მეტელკინასა და ბერულავას წყვილმა საერთო ჯამში ოთხი შეცდომა დაუშვეს. მეორე ელემენტის შესრულებისას, სამმაგი სალჰოვის შეცდომების დროს პირველი შეცდომა დაუშვეს, შესაბამისად არ გამოვიდა დაგეგმილი ელემენტი სამმაგი სალჰოვი+ორმაგი აქსელი+ორმაგი ტუპული+სეკვენსები. ამას მოჰყვა გაცულდებული სროლა, სამმაგი ფლიპით და სამმაგი ტულუპის დროს გამოსვლისას კიდევ ერთი შეცდომაც დაემატა. აშკარად ჩანდა, რომ ქართული წყვილი ნერვებმა აიტანა. თუმცა, ეს მხოლოდ პროგრამის პირველი ნახევარი იყო და წინ მეორე ნაწილი რჩებოდა შესასრულებელი და დარჩენილი კიდევ 6 ელემენტი იყო. აქედან, ჩვენმა წყვილმა კიდევ ერთში, მე-8 ელემენტში, სროლა 3-მაგი ლუპის ხარვეზით შეასრულა და უკვე დაშვებულ 3 შეცდომას, კიდევ ერთი დაემატა.
შეგახსენებთ, რომ მოკლე პროგრამის შემდეგ, ანასტასიასა და ლუკას წყვილი პირველ ადგილზე იყო და 9.2 ქულით უსწრებდა მეორე ადგილზე გასულ ამერიკულ წყვილს. თავისუფალ პროგრამაში ჩვენები ბოლოს წინ ასპარეზობდნენ. შესაბამისად ვადაზე ადრე პირველ ადგილზე გასასვლელად, მათ, თავისუფალ პროგრამაში 74.18 ქულაც აძლევდა ხელს, თუმცა, მათ შემდეგ ყინულზე გამოსვლა ამერიკულ წყვილს ოლივია ფლორისსა და ლუკ ვანგს უწევდა გამოსვლა და ორი პროგრამის ჯამში მოსაგებად მათ 117 ქულა უნდა დაეგროვებინათ.
აქვე გეტყვით რომ თავისუფალ პროგრამაში მეტელკინასა და ბერულავას წყვილმა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შეცდომის მიუხედავად, მაინც მოახერხა 107.79 (48.72/60.07) ქულის აღება და თავისუფალი და ორი პროგრამის ჯამშიც, ლიდერის სტატუსის მოპოვება, მაგრამ ამ გამოსვლით, საუკეთესო პირად შედეგთან 131.63 ქულასთან ახლოსაც ვერ მივიდა. ამას თუ, ის გარემოებაც დაემატება, რომ სპორტის ამ სახეობაში მსაჯებს ქართული დროშის მიმართ, ჯერ კიდევ გახანგრძლივებული სააკლიმატიზაციო პერიოდი აქვთ და დღეს კიდევ, ერთ წყვილს და თანაც მთავარ კონკურენტს ოქროსთვის, საასპარეზო ჰქონდა, ტურნირის დასრულებამდე ბოლო 5-6 წუთი, ალბათ, ვინც პირდაპირ რეპორტაჟს ვადევნებდით თვალს, გვარიანად ვინერვიულეთ.
საბედნიეროდ, შეცდომები ამერიკელებმაც დაუშვეს, მართალია, ორით ნაკლები, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მათი გამოსვლა 104.56 (51.40 /54.16) ქულით შეფასებულიყო, რაც თავისუფალ პროგრამაში მცირე ვერცხლს ნიშნავდა, ორი პროგრამის ჯამში კი, მეტელკინა - ბერულავას და ამერიკულ წყვილს შორის სხვაობამ, 12.43 ქულა შეადგინა. ქართველებმა, ორი პროგრამის ჯამში 179. 32 ქულა დააგროვეს (ნაცვლად, წინასწარ ნავარაუდევი 202 ქულისა) და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
დაჯილდოების ცერემონიაზეც, ჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე იდნენ, სახეზე უკმაყოფილება ეწერათ. ჩვენი აზრით, ეს არაა ცუდი, მითუმეტეს, რომ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მოპოვებული ეს ქულები, სენიოერბს შორის, სადაც ანასტასია და ლუკა უკვე ანგარიშგასაწევი ძალაა, არანაირად არ იქნება დამაკმაყოფილებელი. ასე, რომ ჩვენებს, ახლა ცივი შხაპის მიღება და ცოტა „განიავება" სჭირდებათ. გარედან ჩანს, რომ ვითარება, ცოტა დამუხტულია.. მერე კი ანალიზი და სწორი დასკვნების გამოტანა - წინ კიდევ, ბევრი სტარტი და მიზანია.
და ბოლოს, აქვე გეტყვით, რომ დღესვე, ტაიბეიში, მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში დაიწყო ასპარეზობა. მოკლე პროგრამაში იასპარეზა 16 წლის კონსტანტინე სუპატაშვილმა. Gravity of Love, Camera Obscura, In This Shir - კომპოზიციებზე შემდგარ მოკლე პროგრამაში (2A, 3F+3T, CCoSp, 3Lz, StSq, CCSp FSSp), ქართველმა 63.99 (34.60 /29.39) ქულა დააგროვა, კვალიფიკაცია გაიარა და თავისუფალ პროგრამაში, მაღალ საფეხურზე ასასვლელად, შედეგს, მე-19 პოზიციიდან შეუტევს. სხვათა შორის, სუპატაშვილმა ამ გამოსვლით პირადი შედეგი, 61.28 ქულა, მცირედით, თუმცა, გააუმჯობესა.
ფოტო: © ISU