IJF-ის 2024 წლის მსოფლიო ტური გრძელდება. ხვალიდან, 1 მარტიდან სამი დღის მანძილზე, უზბეკეთი ტაშკენტის ტრადიციულ გრან სლემს უმასპინძლებს. შეჯიბრში, რომელშიც საერთო ჯამში, 68 ქვეყნის 495 სპორტსმენი აიღებს სტარტს, 6 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. ქართველები, ამჯერად მხოლოდ მამრობითი სქესის ჯუდოკებით და მხოლოდ, 4 წონით კატეგორიაში იქნებიან წარმოდგენილები.
-60 კგ გიორგი სარდალაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
-66 კგ ლაშა ნადირაძე
-73 კგ ბაგრატ ნინიაშვილი
-100 კგ ვარლამ ლიპარტელიანი, იმედა გოგოლაძე
წინასწარი შეჯიბრი თბილისის დროით 08:00 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გვერდის დახმარები არის შესაძლებელი. აღნიშნულ გრან სლემზე ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდი, 34 სპორტსმენის შემადგენლობით „ნეიტრალური" სტატუსით მოასპარეზეთა გუნდია.
გამომდინარე იქიდან, რომ ტაშკენტის გრან სლემზე საქართველო მხოლოდ კაცებით იქნება წარმოდგენილი, გეტყვით, რომ ბევრმა ქვეყანამ აღნიშნულ ტურნირზე, როგორც ჩანს არ გააგზავნა ე.წ. „სახეები", თუმცა ტაშკენტში ტატამზე გამოვლენ პორტუგალიელი ფონსეკა, ბელგიელი მატიას კასე, თურქეთის სახელით მოასპარეზე ალბაირაქი (ვანო რევაზიშვილი), „ნეიტრალური" ინალ ტასოევი და ტამერლან ბაშაევი.
ფოტო: © IJF