ალბათ, სუბიექტური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ტაივანში მიმდინარე იუნიორთა 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მსაჯებმა ბოლო ჯგუფში მოასპარეზე და ერთ-ერთ ლიდერად მიჩნეულ 14 წლის ქართველ მოციგურავე გოგონას მე-6 ელემენტის შესრულების დროს, მცირედი კონცენტრაციის დაკარგვა და ყინულზე ხელით შეხება არ აპატიეს.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 46 სპორტსმენს შორის ინგა იმ სამთაგან ერთი იყო, ვინც რეალურად, ყინულზე თავადაც ისიამოვნა გამოსვლით და დარბაზში მისული საზოგადოებაც ასიამოვნა. მიუხედავად ამისა, ვივალდის „წელიწადის დრონზე", მაღალ ტემპში შესრულებულ მოკლე პროგრამაში (3F+3T, 3Lz, CCoSp, 2A, FSSp, StSq, LSp), რომლის საწყისი წუთები ტექნიკურად საკმაოდ დატვირთული იყო, ინგა გურგენიძეს მხოლოდ 62.28 (35.55 /26.73) ქულა დაუწერეს. ბუნებრივია, ეს ქართველისთვის, სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია და თავისუფალი პროგრამის წინ მე-7 ადგილზე მყოფს კიდევ აქვს შანსი მედლებისთვის იბრძოლოს, მიგვაჩნია, რომ ქართველს, ზედმეტად მკაცრად მოექცნენ.
ინგა გურგენიძე თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს 1 მარტს, 16:05 საათზე.