26 და 28 იანვარს საქართველოს 19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა ორი სპარინგი გამართა ისრაელის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ. ვასილ მაისურაძის გუნდამ პირველი შეხვედრა დრამატულ ორთაბრძოლაში 2-3 წააგო. აღსანიშნავია, რომ ქართული გუნდი, 51-ე წუთისთვის, მატჩს 2-ბურთიანი სხვაობით აგებდა. თუმცა, ცვლილებების შემდეგ, გუნდმა აშკარად მოუმატა თამაშს და საბა სამუშიასა და ლუკა ფრიდონიშვილის გოლებით რომლებიც, ერთწუთიან ინტერვალში, მე-80 და 81-ე წუთებზე გავიდა, ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა, შეხვედრაში ბოლო წუთზე, მორიგ ჯერზე კარგად გამოიყენეს სტანდარტული და მესამე გოლი გაგვიტანეს. (მატჩის სტატისტიკა).
ისრაელის 19-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ, საქართველოს ნაკრებმა ისევე, როგორც პირველი შეხვედრა „პეტრო არენაზე" გამართა მეორე ამხანაგური მატჩიც. ვასილ მაისურაძემ წინა შეხვედრასთან შედარებით გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა. მატჩი კი, ფრედ, 0-0 დასრულდა (მატჩის სტატისტიკა).
საქართველოს 19-წლამდეთა ნაკრები ელიტ რაუნდისთვის ემზადება, რომელიც 20-26 მარტს გაიმართება. ქართველები იტალიაში, ფინალურ ეტაპზე გასასვლელი ერთადერთი საგზურისთვის, შოტლანდიის, ჩეხეთისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ.
თებერვლის მატჩებისთვის ვასილ მაისურაძეს U19-ის შემადგენლობაში გამოძახებული ჰყავდა მეკარეები: რეზი კურტანიძე („საბურთალო"), გიორგი ბედიაშვილი („გაგრა"), სოსო კოპალიანი („ლოკომოტივი" თბილისი); მცველები: ამირან ტყეშელაშვილი („ტორპედო" ქუთაისი), სანდრო ნარიმანიძე („საბურთალო"), თენგიზ გობეშია („დინამო თბილისი"), დავით ბუკია („ლოკომოტივი" თბილისი), გელა სადღობელაშვილი („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ცეცხლაძე („დინამო თბილისი"), გიორგი გოგსაძე („საბურთალო"), ნიკოლოზ ჩიქოვანი („სიონი" ბოლნისი), დავით ფაღავა („კოლხეთი 1913" ფოთი); ნახევარმცველები: დაჩი ლორდქიფანიძე („კრემონეზე", იტალია), საბა გეგუჩაძე („საბურთალო"), გიორგი ცეცხლაძე („დინამო თბილისი"), დათა ინაიშვილი („საბურთალო"), ცოტნე ბერელიძე („დინამო თბილისი"), ლუკა ბუბუტეიშვილი („დინამო თბილისი"), ავთანდილ მაშავა („დინამო თბილისი"), საბა სამუშია („ანორთოსისი" ფამაგუსტა, კვიპროსი), ალეკო ბასილაძე („ტორპედო" ქუთაისი); თავდამსხმელები: ლუკა შეროზია („სამგურალი" წყალტუბო), ლუკა ფრიდონიშვილი („დინამო თბილისი").
ფოტო: © სფფ / ლაშა კუპრაშვილი