სამი ოქროს შემდეგ ვერცხლი, მარიამის ტრიუმფი და ქართველი გოგონების მორიგი წარმატება
სამი ოქროს შემდეგ ვერცხლი, მარიამის ტრიუმფი და ქართველი გოგონების მორიგი წარმატება
28.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ხვალიდან, უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უფროსები დაიწყებენ ასპარეზობას. მანამდე კი, დიორიში ახალგაზრდებმა დაასრულეს ასპარეზობა და ქართველმა გოგონებმა, მორიგ საასპარეზო დღეს, გუნდის ყულაბაში მორიგი მედლები ჩაალაგეს. ამჯერად, 10 მეტრიან დისტანციაზე, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მარიამ აბრამიშვილის, მარიამ და სალომე ფროდიაშვილების სამეულმა ვერცხლის მედლები მოიგო. ფინალი, ჩვენა გუნდმა გერმანიის გუნდთან, 14-16 დათმო.


აღსანიშნავია, რომ ფინალურ დაპირისპირებაში, დიდხანს თანაბარი ბრძოლა წარიმართა და მეტოქეები სეტს სეტზე ცვლიდნენ. თუმცა, როდესაც ანგარიში 10-10  იყო, გერმანელებმა, ზედიზედ ორი სერიის მოგება მოახერხეს და 14-10 დაწინაურდნენ. მეგი ქადაგიძის, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის წუთშესვენებამ მცირე დროის მანძილზე „გაჭრა" და მომდევნო ორი სერია ჩვენ მოვიგეთ. საერთო ანგარიშის გასათანაბრებლად საჭირო იყო „10-იანი" რაც მარიამ ფროდიაშვილს არ გასჭირვებია. თუმცა ბოლო სერია, გერმანელებმა მოიგეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.


აქვე გეტყვით, რომ ეს იყო ახალგაზრდებში 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ახალი  ტურნირი - „trio team", რომელიც ევროპულმა კონფედერაციამ უნგრეთში ექსპერიმენტის სახით ჩაატარა.




თუკი, უნგრეთში, ევროპის ჩემპიონატზე 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში, ჩვენს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრების გამოსვლას შევაჯამებთ, ურიგო მართლაც არ იყო - საქართველოს წარმომადგენლებმა 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოპოვებს. ამას გარდა გოგონებში, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში 2422 ქულა დააგროვეს და ევროპის რეკორდიც დაამყარეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ოთხ ფინალში იასპარეზა და შესაბამისად, ოთხი მედის მფლობელი გახდამ არიამ ფროდიაშვილი.


ანალოგიურ ტურნირში იასპარეზა საქართველოს ვაჟთა ნაკრებმაც  გიორგი მუმლაძის, იოანე ხვარეშიასა და შოთა სუმბაძის შემადგენლობით.  ჩვენმა გუნდმა ფლეი-ოფის საგზური კი მოიპოვა, მაგრამ მეოთხედფინალში 566 ქულით დაასრულა გამოსვლა. ქართული სამეული 1 ქულით ჩამორა მეოთხე ადგილზე გასულ რუმინეთის ნაკრებს და მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.



ფოტო: ©esc-shooting.org