არსენაშვილი კარიერას Tremblay Handball-ში გააგრძელებს
27.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ერეკლე არსენაშვილი, საკლუბო კარიერას Tremblay Handball-ში გააგრძელებს. ინფორმაციას, ახალ არსენაშვილის ახალ კლუბზე დაყრდნობით, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„საქართველოს ეროვნული ნაკრების ხაზი ერეკლე არსენაშვილი კარიერას ფრანგულ კლუბ Tremblay Handball-ში გააგრძელებს და გუნდს 2024 წლის ზაფხულიდან შეუერთდება.
Tremblay, 1972 წელს დაარსდა და 2011 წელს მსოფლიო თასის ფინალისტი იყო, ხოლო 2017 წელს პროლიგის ჩემპიონი გახდა. გუნდი 2024-25 წლების სეზონიდან ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს და ამისთვის გუნდს ახალგაზრდული მოთამაშეებით დააკომპლექტებს", - აღნიშნულია ფედერაციის ცნობაში.