ჯიკიჩი vs პეშიჩი, თბილისი ორი სერბის თეორიული და ტაქტიკური ჯახის მოლოდინშია
ჯიკიჩი vs პეშიჩი, თბილისი ორი სერბის თეორიული და ტაქტიკური ჯახის მოლოდინშია
24.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მომავალ მეტოქეს, სერბეთის ნაკრებს, ფიბა-ს 2025 წლის ჯგუფის მეორე საკვალიფიკაციო შეხვედრაში, შეიძლება ითქვას, ცოტა უფრო მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ამას ბელგრადში მოელოდნენ, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტმა და რეალურად, ამ ჯგუფის მთავარმა ფავორიტმა, საბოლოოდ, ფინეთის ნაკრები 16 ქულის სხვაობით, 77-61 (თამაშის სტატისტიკა) დაამარცხა.


ლუკა მიტროვიჩი 19 ქულით და ალეკსა ავრამოვიჩი 18 ქულით, გუშინ, სერბეთის ნაკრებში გამორჩეულები იყვნენ. ბუნებრივია, საქართველოს ნაკრების ახალმა სერბმა თავკაცმა, მშვენივრად იცის თუ რას წარმოადგენენ და რას უნდა ელოდოს 26 თებერვალს ჯიკიჩი თავისი თანამემამულეებისგან, რომელთან თამაშის დროსაც, ჯიკიჩი საქართველოს ნაკრებისთვის „საქართველოს როლის" მორგება მოუწევს.


„აუცილებლად ვეცდებით, რომ იმის კეთება გავაგრძელოთ, რასაც პირველ ნახევარში ვაჩვენებდით, აგრესიული დაცვა ვითამაშოთ და იმის გაკონტროლება, ვცადოთ რა მოედანზე ხდება. ეს არის სერბეთთან წარმატების ერთადერთი გზა", - ამბობს ჯიკიჩი, დანიასთან დასრულებული მატჩის შემდეგ.


პირველი ტაიმის შემდეგ, სერბეთის ნაკრები მხოლოდ ორი ქულით იგებდა, 36-24 (17-20, 19-14), მესამე პერიოდში ფინეთის ნაკრები, პატარა სენსაციასთანაც ახლოს იყო, როდესაც სტუმრები 39-48 დაწინაურდნენ. თუმცა, ამის შემდეგ, სერბეთმა თავს უფლება მისცა ცოტა გაქცეულიყო (28-3) და ბოლო ორი მეოთხედი 22-17 და 19-10 მოიგო. რეალურად, ამ მომენტში სვეტისლავ პეშიჩის გუნდმა შეიქმნა ის მარაგი, რომელმაც ბოლო მეოთხედში, ცოტა დასვენების საშუალება მისცა.


რეალურად, როგორც მოსალოდნელი იყო, სერბეთმა არა მხოლოდ ანგარიშის მხრივ მოახერხა დომინირება საბოლოოდ, მას შეტევაში 16 მოხსნა დაუგროვდა, ფინელების 5-ის წინააღმდეგ, შედეგად ე.წ მეორე შანსიდან 13-ით მეტი ქულა აიღო ვიდრე მეტოქემ. სერბეთმა საბოლოოდ, სამ-ქულიანი სროლებითაც აჯობა მეტოქეს.


მართალია, დანიასთან მარცხის შემდეგ ჯიკიჩს, არ ჰქონია სურვილი სერბეთზე ეფიქრა, მაგრამ ახლა, უკვე ფაქტია, რომ ქართველთა მთავარ სერბ მწვრთნელს, ყველა ეს გარემოება, უკვე გათვლილი და დალაგებული უნდა ჰქონდეს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და სერბეთის ნაკრებები ერთმანეთს, 26 თებერვალს, „თბილისი არენაზე" 21:00 საათზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.



ფოტო: © FIBA