19-წლამდე ნაკრებიც ცხელი მარტისთვის ემზადება
19-წლამდე ნაკრებიც ცხელი მარტისთვის ემზადება
24.02.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 19-წლამდეთა ნაკრები 26 და 28 თებერვალს, ორი ამხანაგური შეხვედრის გამართვა ელის ისრაელის წინააღმდეგ. თამაშები, დავით პეტრიაშვილის არენაზე გაიმართება და თბილისის დროით, 16:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული თამაშებისთვის გუნდის „შესაგროვებლად", ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ და მისმა დამხმარეებმა, 2024 წელს თითქმის ყველა იმ გუნდის თამაში ნახეს საქართველოში, რომლებიდანაც წლის პირველი სპარინგებისთვის გუნდი შეადგინეს.


მეკარეები: რეზი კურტანიძე („საბურთალო"), გიორგი ბედიაშვილი („გაგრა"), სოსო კოპალიანი („ლოკომოტივი" თბილისი); მცველები: ამირან ტყეშელაშვილი („ტორპედო"), სანდრო ნარიმანიძე („საბურთალო"), თენგიზ გობეშია („დინამო თბილისი"), დავით ბუკია („ლოკომოტივი" თბილისი), გელა სადღობელაშვილი („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ცეცხლაძე („დინამო თბილისი"), გიორგი გოგსაძე („საბურთალო"), ნიკოლოზ ჩიქოვანი („სიონი" ბოლნისი), დავით ფაღავა („კოლხეთი 1913");  ნახევარმცველები: დაჩი ლორდქიფანიძე („კრემონეზე", იტალია), საბა გეგუჩაძე („საბურთალო"), გიორგი ცეცხლაძე („დინამო თბილისი"), დათა ინაიშვილი („საბურთალო"), ცოტნე ბერელიძე („დინამო თბილისი"), ლუკა ბუბუტეიშვილი („დინამო თბილისი"), ავთანდილ მაშავა („დინამო თბილისი"), საბა სამუშია („ანორთოსისი" ფამაგუსტა, კვიპროსი), ალეკო ბასილაძე („ტორპედო"). თავდამსხმელები: ლუკა შეროზია („სამგურალი" წყალტუბო), ლუკა ფრიდონიშვილი („დინამო თბილისი").


საქართველოს 19-წლამდე ნაკრები უეფა-ს ასაკობრივი ელიტ რაუნდისთვის ემზადება. სადაც მაისურაძის შეგირდებს 20-26 მარტის ჩათვლით იტალიაში ჯგუფიდან გასასვლელი ერთი საგზურისთვის შოტლანდიის, ჩეხეთისა და მასპინძელი იტალიის წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა.


ელიტ რაუნდის მატჩების განრიგი კი შემდეგნაირია:

20 მარტი / ჩეხეთი - საქართველო

23 მარტი / შოტლანდია - საქართველო

26 მარტი / იტალია  - საქართველო


სფფ-ს ფოტო